| საფოსტო განყოფილების გახსნა წეროვანში |
წეროვანის დასახლებულ პუნქტში სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, გაიხსნა საფოსტო განყოფილება- წეროვანი 1. საფოსტო განყოფილება დაკომპლექტდა ახალგორის ფოსტის თანამშრომლებით. სტრუქტურულად გაერთიანდა ფილიალ ”მცხეთის ფოსტაში” და განახორციელებს საწყის ეტაპზე წერილობითი კორესპონდენციის მიღებისა და ყველა სახის საფოსტო გზავნილის ჩაბარების ოპერაციებს.
|
|