|
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ტენდერის ჩატარების შესახებ
1. შ.პ.ს. `საქართველოს ფოსტა~ თბილისი, ვაგზლის მოედანი #2, საწარმოს შემოსავლების ფარგლებში საქართველოს შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად აცხადებს ტენდერს საწარმოს საჭიროებისთვის საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.
2. შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი:
`ქართული ანბანი" - 1 მცირე ფურცელი 3 სახის მარკით. მცირე ფურცლის რაოდენობა - 40000 ცალი (120000 ცალი მარკა);
`დავით გარეჯი" – 1 მცირე ფურცელი 2 სახის მარკით. მცირე ფურცლის რაოდენობა 40000 ცალი (80000 ცალი მარკა);
`წითელ წიგნში შეტანილი ფრინველები", 5 სახის მარკა - 250000 ცალი (თითოეული 50000 ცალი);
`საქართველოს ფლორა – ყვავილები", 4 სახის მარკა - 400000 ცალი (თითოეული 100000 ცალი);
`ევროპა 2009 – ასტრონომია~, 2 სახის მარკა – 200000 ცალი (თითოეული 100000 ცალი);
`საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები – ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი (2001, 2008,
2009წწ.)", 1 სახის მარკა – 50000 ცალი;
`საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ოთხგზის ოლომპიური ჩემპიონი ჭადრაკში (1992, 1994,
1996, 2008წწ.)", 1 სახის მარკა – 50000 ცალი;
`პირველი დღის კონვერტი - ევროპა 2009~ - 500 ცალი.
3. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება:
`ქართული ანბანი" - 2640 ევრო;
`დავით გარეჯი" - 1760 ევრო;
`წითელ წიგნში შეტანილი ფრინველები" - 5500 ევრო;
`საქართველოს ფლორა – ყვავილები" - 8800 ევრო;
`ევროპა 2009 – ასტრონომია~ – 4400 ევრო;
`საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები – ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი (2001, 2008, 2009წწ.)" – 1100 ევრო;
`საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები ოთხგზის ოლომპიური ჩემპიონი ჭადრაკში (1992, 1994, 1996, 2008წწ.)" – 1100 ევრო;
`პირველი დღის კონვერტი – ევროპა 2009~ - 250 ევრო;
საერთო სავარაუდო ღირებულება – 25550.00 ევრო;
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები – მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე 2010 წლის 18 მაისიდან 2010 წლის 18 ივნისამდე.
5. მიწოდების ადგილი: რეზიდენტი პირისთვის: თბილისი, ვაგზლის მოედანი #2 შპს `საქართველოს ფოსტა~. არარეზიდენტი პირისთვის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
6. პრეტენდენტმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადებები (დალუქულ პაკეტში), ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 12 მაისს, 10 საათიდან 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი #2, შ.პ.ს. `საქართველოს ფოსტა~. IV სართული, `შესყიდვების განყოფილება~.
სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება ზემოაღნიშნულ მისამართზე 2010 წლის 12 მაისის 16 საათსა და 15 წუთზე (ტენდერში მონაწილეებს უფლება აქვთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნას).
7. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე. მონაწილეობის მსურველ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეეძლებათ 2010 წლის 21 აპრილიდან 11 მაისის 18 საათამდე, მას შემდეგ, რაც გადაიხდიან 150 ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელს შემდეგ ანგარიშზე: ს/ს `საქართველოს ბანკი~ ც/ფ, ანგარიშის #123286800, კოდი 220101502, საიდენტიფიკაციო კოდი 203836233, გადახდის დანიშნულება – სატენდერო მოსაკრებელი, შ.პ.ს.`საქართველოს ფოსტა~. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს შეეძლებათ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი .#2, IV სართული, `შესყიდვების განყოფილება~
8. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება (ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად) უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2010 წლის 12 მაისის 10-დან 16 საათამდე, მას შემდეგ, რაც გადაიხდიან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურს, 50 ლარის ოდენობით, შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ბანკი – ს/ს ბანკი „რესპუბლიკა", ცენტრალური ფილიალი. ბანკის კოდი 220101757. მიმღები – სსიპ `სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო~. მიმღების ანგარიშის #10591718543.
აშშ დოლარში
|
INTERMEDIARY BANK |
SOCIETE GENERALE, N.Y., USA |
|
SWIFT: SOGE US 33 |
|
BENEFICIARY BANK |
BANK "REPUBLIC" Tbilisi, Georgia |
|
Correspodent Acc. 00195464SWIFT: REPL GE 22 |
|
BENEFICIARY |
Beneficiary’s name: STATE PROCUREMENT AGENCY |
|
Beneficiary’s account no: 10591718543 |
ევროში
|
INTERMEDIARY BANK |
SOCIETE GENERALE, PARIS, FRANCE |
|
SWIFT: SOGE FR PP |
|
BENEFICIARY BANK |
BANK "REPUBLIC" Tbilisi, Georgia |
|
Correspodent Acc. 001019083750SWIFT: REPL GE 22 |
|
BENEFICIARY |
Beneficiary’s name: STATE PROCUREMENT AGENCY |
|
Beneficiary’s account no: 10591718543 |
9. ზეპირი ვაჭრობის დრო და ადგილი: ზეპირი ვაჭრობა გაიმართება 2010 წლის 14 მაისს, 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი .#2, IV სართული, `შესყიდვების განყოფილება~
10. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
10.1. იურიდიული პირისათვის:
ა) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი,
საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) იურიდული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის მიმართ, რომ არ მიმდინარეობს სამართალშეზღუდვის (ყადაღა) საქმის წარმოება;
დ) ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას სასამართლოდან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ე) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არარსებობის შესახებ;
10.2. ფიზიკური პირისათვის:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;
ბ) დოკუმენტი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების შესახებ (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას სასამართლოდან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით – თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან).
10.3. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:
ა) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
ბ) ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის მიმართ, რომ არ მიმდინარეობს სამართალშეზღუდვის (ყადაღა) საქმის წარმოება;
გ) ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას სასამართლოდან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
დ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არარსებობის შესახებ;
ე) სატენდერო წინადადების ხელის მომწერისათვის გაცემული მინდობილობა (დაურთეთ საჭიროებისამებრ);
ვ) ინფორმაცია უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ (2006 _ 2009წწ.);
11. არა რეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებლი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნების შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოებიდან ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული, თარგმნის სახით.
12. ზემოაღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა სავალდებულოა ასევე მონაწილე პირის სუბკონტრაქტორებისათვის.
13. საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად (მეორე ეგზემპლარი დედანის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით).
14. იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-10 პუნქტში გათვალისწინებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.
15. ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო წინადადების საერთო ფასის 1%-ს ოდენობით.
16. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მექანიზმი 2%-ის ოდენობით.
17. ტენდერში შესაძლებელია ერთი გამარჯვებულის გამოვლენა, რომელსაც მიენიჭება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უფლება.
18. ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
19. ტენდერში მონაწილე პირს უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის არა ნაკლებ ოთხი წლის გამოცდილება; (2006 _ 2009 წწ.);
20. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: კესარია მაისურაძე 897 15-19-08, ბიჭიკო ბრეგვაძე 899 56-20-12, კახაბერ თოდუა 893 10-21-05, შემდეგ მისამართზე: შ.პ.ს. `საქართველოს ფოსტა~ თბილისი, ვაგზლის მოედანი #2 ტელეფონი: 34-59-76 |