Home
Feedback
Sitemap
Georgian Version English Version Franch Version
გზავნილის ღირებულების გამოთვლა
საფოსტო გზავნილის მოძიება
მოძებნეთ თქვენი საფოსტო ინდექსი
აკრძალული ნივთები
საფოსტო პროდუქცია,
ონლაინ ვაჭრობა
ქართული მარკა
ჩვენი ფოსტა  
მომხმარებელი
 
პაროლი
კონკურსი საფოსტო მარკის ესკიზზე

შპს `საქართველოს ფოსტა~ აცხადებს კონკურსს

ოთხი საფოსტო მარკის ესკიზების საუკეთესო პროექტზე

თემაზე `ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები, ვანკუვერი 2010~

კონკურსის მიზანი: საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარების და საქართველოს საფოსტო მარკების პოპულარიზაციის ამაღლებისთვის ხელშეწყობა

კონკურსის ვადები: ოთხი საფოსტო მარკის ესკიზების პროექტების წარმოდგენის ვადაა 2010 წლის 1 თებერვლიდან 1 მარტის 17:00 საათამდე

კონკურსის პირობები:

კონკურსი ცხადდება საქართველოს ოთხი საფოსტო მარკის ესკიზების საუკეთესო პროექტზე, თემაზე `ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები, ვანკუვერი 2010~. წარმოდგენილი ესკიზების პროექტი მხატვრულად უნდა გადმოსცემდეს ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის სულისკვეთებას, მიზნებსა და იდეალებს, პოპულარიზაციას უწევდეს ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს რომლის ასაკიც აღემატება 18 წელს;

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ამ კონკურსისათვის შექმნილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები, რომლებსაც არცერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა და არსად გამოქვეყნებულა;

კონკურსში წარმოდგენილი საფოსტო მარკების ესკიზების პროექტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

• თითოეული მარკის ესკიზის ზომები უნდა იყოს შემდეგი: 38X48 მმ. ან 30X40 მმ.

• საფოსტო მარკის ესკიზის პროექტზე აუცილებლად დატანილი უნდა იქნეს შემდეგი წარწერები: საქართველო, GEORGIA; 0.50 GEL (პირობითი); ოლიმპიური სიმბოლო – (ხუთი გადაბმული რგოლი); ვანკუვერის ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშების ემბლემა (წარწერით – VANCOUVER 2010); მთავარი სიუჟეტური გამოსახულება, რომელიც აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან და სპორტის იმ სახეობებთან რომელშიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ათლეტები მიიღებენ მონაწილეობას; გამოცემის წელი;

• დაუშვებელია საფოსტო მარკების ესკიზების პროექტებზე გამოსახული იქნას ეროვნული ოლიმპიური ნაკრების ათლეტებისა და ოლიმპიური თამაშების მედალოსნების სურათები ან/და სახელები და გვარები;

• საკონკურსო საფოსტო მარკების ესკიზები შესრულებული უნდა იქნეს ფერად გამოსახულებაში. დასაშვებია გრაფიკულ, ფერწერულ, კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები და ფოტოკოლაჟი;

• კონკურსში მონაწილეს შეუძლია მისი სურვილით წარმოადგინოს საფოსტო მარკების ესკიზების პროექტის ერთი ან რამდენიმე ვარიანტი;

კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებულია ერთი პირველი პრემია თითოეული მარკის ესკიზის პროექტზე 400 ლარის ოდენობით ანუ ოთხი მარკის ესკიზის პროექტზე – 1600 ლარი;

პრემიის თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

კონკურსი ტარდება ერთ ტურად

საკონკურსო ესკიზების პროექტები ავტორებს არ უბრუნდებათ

კონკურსში გამარჯვებული ესკიზების პროექტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკუთრებაში რჩება.

საკონკურსო ესკიზების პროექტების წარმოდგენის წესი და კონკურსის შედეგების შეჯამება

საკონკურსო მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს კონკურსანტის მიერ შერჩეული ფსევდონიმით, ორი დალუქული პატარა და დიდი პაკეტით. დიდ პაკეტში მოთავსებული უნდა იქნას საკონკურსო მასალები (ესკიზების პროექტები, ესკიზების პროექტების ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD--ზე, კონკურსანტის მიერ შედგენილი საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზის პროექტის ვარიანტების ნუსხა მათი დასახელებით). პატარა პაკეტში თავსდება კონკურსანტის პირადი მონაცემები (გვარი, სახელი; საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომრები, პირადობის მოწმობის ნომერი)

პაკეტების გარეკანზე აღნიშნული უნდა იქნას კონკურსანტის ფსევდონიმი, იგივე ფსევდონიმი უნდა იქნას დატანილი ფურცლებზე, რომლებზეც მოთავსებული იქნება ესკიზების პროექტები და ესკიზების პროექტების ელექტრონულ ვერსიაზე.

საკონკურსო მასალების მიღება წარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11 საათიდან 17 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი #2, შპს `საქართველოს ფოსტა~ მე-3 სართული, კანცელარია. ტელეფონები # 93-63-63.

საკონკურსო მასალების მიღების დასადასტურებლად გაიცემა ქვითარი, რომელზეც აღინიშნება კონკურსანტის ფსევდონიმი და ჩაბარების თარიღი და დრო.

ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამო პროექტების ესკიზები კონკურსში არ მონაწილეობენ.

კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რაზედაც შედგენილი იქნება საოქმო გადაწყვეტილება.

კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტზე ფულადი ჯილდო გაცემული იქნება მას მერე რაც კონკურსანტის მიერ მარკის ესკიზის პროექტს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მიეცემა მარკის ესკიზის დასრულებული სახე და იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ.

კონსულტაციებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე # 34-03-28.

შპს `საქართველოს ფოსტა~

( 995 32 ) 91 06 54; 35 56 65
Copyright © 2007, Georgian Post
Developed and Maintained by S-Web Design Studio.