საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და
შპს ”საქრთველოს ფოსტა” აცხადებენ კონკურსს
ერთ საფოსტო მარკიან მცირე ფურცლის ესკიზის საუკეთესო პროექტზე
თემაზე ”აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”
კონკურსის მიზანი: საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემის შემდგომი განვითარების და საქართველოს საფოსტო მარკების პოპულარიზაციის ამაღლების ხელშეწყობა
კონკურსის ვადები: ერთ საფოსტო მარკიანი მცირე ფურცლის ესკიზების პროექტების წარმოდგენის ვადაა 2009 წლის 17 აგვისტოდან 2009 წლის 18 სექტემბრის 17:00 საათამდე
კონკურსის პირობები:
* კონკურსი ცხადდება საქართველოს ერთ საფოსტო მარკიან მცირე ფურცლის ესკიზის საუკეთესო პროექტზე თემაზე ”აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”. წარმოდგენილი ესკიზის პროექტი მხატვრულად უნდა გადმოსცემდეს ქარტიის პოლიტიკურ და ისტორიულ მნიშვნელობას აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფოთა შორის მეგობრობის და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და განმტკიცებაში.
* კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს;
* კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებს;
* კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ამ კონკურსისათვის შექმნილი საფოსტო მარკის ესკიზების პროექტები, რომლებსაც არცერთ კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა და არსად გამოქვეყნებულა;
* კონკურსში წარმოდგენილი საფოსტო მარკის ესკიზების პროექტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• მცირე ფურცელში განთავსებული საფოსტო მარკის ესკიზზე და მის გარშემო ფურცლის სივრცეზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულება და წარწერები ურთიერთკავშირში უნდა იყვნენ და უნდა შეესაბამებოდნენ საფოსტო მარკის დასახელებას. მცირე ფურცლის და მასში განთავსებული მარკის ესკიზის პროექტის ზომები უნდა იყოს შემდეგი: მცირე ფურცლის ზომა 120X90 მმ; მარკის ზომა 45X35 მმ ან 35X45 მმ.
• საფოსტო მარკის ესკიზის პროექტზე დატანილი უნდა იქნეს შემდეგი წარწერები: საქართველო, GEORGIA; 0,50ლარი (პირობითი); ესკიზებზე ასახული გამოსახულების დასახელება ”აშშ-საქართველოს ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ``United States – Georgia Charter on Strategic partnership``, გამოცემის წელი;
• საკონკურსო საფოსტო მარკის ესკიზები შესრულებული უნდა იქნეს ფერად გამოსახულებაში. დასაშვებია გრაფიკულ, ფერწერულ, კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებული ნამუშევრები და ფოტოკოლაჟი;
• კონკურსში მონაწილეს შეუძლია მისი სურვილით წარმოადგინოს საფოსტო მარკის ესკიზის პროექტის ერთი ან რამოდენიმე ვარიანტი;
* კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებულია ერთი პირველი პრემია 1 500 ლარის ოდენობით
* პრემიის თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
* კონკურსი ტარდება ერთ ტურად
* საკონკურსო ესკიზების პროექტები ავტორებს არ უბრუნდებათ
* კონკურსში გამარჯვებული ესკიზის პროექტი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკუთრებაში რჩება.
საკონკურსო ესკიზების პროექტების წარმოდგენის წესი და კონკურსის შედეგების შეჯამება
საკონკურსო მასალები წარმოდგენილი უნდა იქნეს კონკურსანტის მიერ შერჩეული ფსევდონიმით, ორი დალუქული პატარა და დიდი პაკეტით. დიდ პაკეტში მოთავსებული უნდა იქნას საკონკურსო მასალები (ესკიზების პროექტები, ესკიზების პროექტების ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე, კონკურსანტის მიერ შედგენილი საკონკურსოდ წარმოდგენილი ესკიზის პროექტის ვარიანტების ნუსხა მათი დასახელებით). პატარა პაკეტში თავსდება კონკურსანტის პირადი მონაცემები (გვარი, სახელი; საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომრები, პირადობის მოწმობის ნომერი)
პაკეტების გარეკანზე აღნიშნული უნდა იქნას კონკურსანტის ფსევდონიმი, იგივე ფსევდონიმი უნდა იქნას დატანილი ფურცლებზე, რომლებზეც მოთავსებული იქნება ესკიზების პროექტები და ესკიზების პროექტების ელექტრონულ ვერსიაზე.
საკონკურსო მასალების მიღება წარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 11 საათიდან 17 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი #2, შპს ”საქართველოს ფოსტა” მე-3 სართული, კანცელარია. ტელეფონები ## 93-63-63; 34-85-69.
საკონკურსო მასალების მიღების დასადასტურებლად გაიცემა ქვითარი, რომელზეც აღინიშნება კონკურსანტის ფსევდონიმი და ჩაბარების თარიღი და დრო.
ზემოაღნიშნული პირობების შეუსაბამო პროექტების ესკიზები კონკურსში არ მონაწილეობენ.
კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილი იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის მიერ, რაზედაც შედგენილი იქნება საოქმო გადაწყვეტილება.
კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტზე ფულადი ჯილდო გაცემული იქნება მას მერე რაც კონკურსანტის მიერ მარკის ესკიზის პროექტს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიის შენიშვნების გათვალისწინებით მიეცემა მარკის ესკიზის დასრულებული სახე და იგი კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ.
კონსულტაციებისათვის დაგვიკავშირდით:
ტელეფონზე # 34-03-28.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
შპს ”საქართველოს ფოსტა”