სიახლეები
საქართველოს ფოსტის განცხადება
21 დეკემბერი 2021
გაცნობებთ, რომ წინასაახალწლო პერიოდში, ევროპის ქვეყნების საბაჟო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დიდი რაოდენობით ტვირთების დაგროვებისა და შესაბამისად, მათი გატარების პროცესის შეფერხების მიზეზით, 10 კალენდარული დღით, იზრდება საქართველოდან ევროპის მიმართულებით გაგზავნილი, ასევე, ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული სახმელეთო ამანათების ადრესატისათვის ჩაბარების დადგენილი ვადები.