User Manual
65.1. „საქართველოს ფოსტა“ ადგილობრივ საფოსტო გზავნილზე რეკლამაციის განხილვას ახორციელებს მისი მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, რის შესახებაც აცნობებს რეკლამაციის ავტორს ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული ფორმით.
65.2. თუ 65.1. პუნქტში აღნიშნულ ვადაში ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რეკლამაციის ავტორს ამ ვადაში ეცნობება რეკლამაციის განხილვის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საბოლოო პასუხი მიეცემა რეკლამაციის მიღებიდან - ერთი თვის განმავლობაში.
65.3. „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო გზავნილზე რეკლამაციის განხილვას ახორციელებს მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, რის შესახებაც აცნობებს რეკლამაციის ავტორს, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული ფორმით.
65.4. თუ 65.3. პუნქტში აღნიშნულ ვადაში ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რეკლამაციის ავტორს ამ ვადაში ეცნობება რეკლამაციის განხილვის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საბოლოო პასუხი მიეცემა რეკლამაციის მიღებიდან - 2(ორი) თვის განმავლობაში.
65.5. თუ რეკლამაციის განხილვის პროცესში „საქართველოს ფოსტის“ მიერ რეკლამაციის ავტორისაგან მოთხოვნილია დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, ასეთი დოკუმენტების მოთხოვნიდან მის წარმოდგენამდე პერიოდში რეკლამაციების განხილვის ვადის დინება შეჩერდება.