მისამართზე ჩაბარების სერვისი

საქართველოს ფოსტა“, გზავნილის გაგზავნის ღირებულების ფარგლებში (დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე), საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს შემდეგი სახის გზავნილების მისამართზე მიტანას, მისი  ჩაბარების მიზნით:

 

Ø ადგილობრივი საფოსტო ბარათი, წერილი (მათ შორის ჰიბრიდული) და 500გრ-მდე წონის მცირე პაკეტი;

Ø  საერთაშორისო საფოსტო ბარათი და წერილი;

Ø  საერთაშორისო 500გრ-მდე წონის რეგისტრირებული მცირე პაკეტი, აგრეთვე 500გრ-მდე წონის მცირე პაკეტი, რომლის შიგთავსიც დოკუმენტია;

Ø  საერთაშორისო EMS გზავნილი;

 

შენიშვნა: საფასურის გადახდის გარეშე საქართველოს ფოსტა გზავნილების ჩაბარებას ახორციელებს მისამართზე ვიზიტის ერთჯერადად განხორციელების გზით. თუ ვიზიტისას კურიერს არავინ დახვდება მისამართზე, ის დატოვებს შეტყობინებას და ამ ფორმით აცნობებს მომხმარებელს მის სახელზე გზავნილის არსებობის შესახებ. 

  

დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, საქართველოს ფოსტ მომხმარებელს საშუალებას  აძლევს ისარგებლოს დამატებითი სერვისით „გზავნილის მისამართზე ჩაბარება“ და მოითხოვოს საქართველოს ტერიტორიაზე   იმ წონისა და სახეობის გზავნილის მისამართზე მიტანა მისი ჩაბარების მიზნით, რომელსაც არ ეკუთვნის  საფასურის გარეშე მისამართზე მიტანა (იხ. ზემოთ).

 

შენიშვნა: დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ვრცელდება იმ გზავნილზეც, რომლის ჩაბარებაც ვერ განხორციელდება კურიერის მიერ მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების დროს.

 

დამატებითი სერვისი „გზავნილის მისამართზე ჩაბარება“ არ ვრცელდება შემდეგ გზავნილებზე:

 

·         მარტივი კატეგორიის გზავნილი, რომელიც არ რეგისტრირდება „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო პროგრამაში;

·         გზავნილი „მალეო“;

·         დაზიანებული ან წონის სხვაობის მქონე გზავნილი;

·         გზავნილი, რომელიც ექვემდებარება საბაჟო დეკლარირებას და/ან გახსნილია შემოსავლების სამსახურის მიერ.

  

 

დამატებითი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს:

•         ადგილობრივი გზავნილების შემთხვევაში- გამგზავნს ან ადრესატს;

•         საერთაშორისო გზავნილების შემთხვევაში - ადრესატს.

დამატებითი სერვისის შეკვეთა შესაძლებელია:

•         სერვისცენტრში;

•         ტელეფონის ნომერზე +995 32 224 09 09.

შენიშვნა: შეკვეთის განხორციელება შესაძლებელია  მხოლოდ იმ გზავნილებზე, რომელთა წონა არ აღემატება 20კგ-ს.

 

 

დამატებითი სერვისის შეკვეთის შესრულების ვადები:

·         პირობით სტანდარტული :

v  შეკვეთის მიღების დღიდან არაუგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღე - ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში;

v  შეკვეთის მიღების დღიდან 3(სამი) სამუშაო დღე - სხვადსხვა ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში,

v  შეკვეთის მიღების დღიდან 5(ხუთი) სამუშაო დღე - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში.

 

 

·         პირობით  სასწრაფო :

v  12:00 საათამდე  შეკვეთის მიღების შემთხვევაში - იმავე სამუშაო დღეს;

v  12:00 საათის შემდეგ შეკვეთის მიღების  შემთხვევაში - მეორე სამუშაო დღის 12:00 საათამდე.

შენიშვნა: სერვისი პირობით „სასწრაფო“ ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.