სიახლეები
შეზღუდვები საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაგზავნაზე
გაცნობებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ამ ვითარებიდან გამომდინარე მსოფლიოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა ქვეყნების საფოსტო ადმინისტრაციებში შექმნილი დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) გამო, „საქართველოს ფოსტა“ 2020 წლის 2 აპრილიდან აწესებს შემდეგ შეზღუდვებს:
1.საერთაშორისო წერილობითი კორესპონდენციის, ამანათისა და EMSგზავნილების გაგზავნა განხორციელდება მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში:
შვეიცარია |
ბელგია |
უკრაინა |
სამხრეთ კორეა |
გერმანია |
უზბეკეთი |
აზერბაიჯანი |
ავსტრია |
ყაზახეთი |
მაროკო |
სინგაპური |
პოლონეთი |
იორდანია |
რუსეთი |
კანადა |
ისრაელი |
ავღანეთი |
თურქეთი |
იტალია |
ჩინეთი |
საფრანგეთი (მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები) |
ნიდერლანდები |
იაპონია |
არაბეთის გაერთიანებული ემირეტები |
ამერიკის შეერთებული შტატები |
ტუნისი |
ყირგიზეთი |
ქუვეიტი |
ლატვია |
პორტუგალია |
ესტონეთი |
სლოვენია |
საუდის არაბეთი (იგზავნება მხოლოდ 5 კგ-მდე EMS გზავნილი) |
განა |
ალჟირი |
თურქმენეთი |
სერბეთი |
ლიბანი |
ერაყი |
კოლუმბია |
შვედეთი |
ინდოეთი |
უნგრეთი |
ეგვიპტე |
ბანგლადეში |
ყატარი |
სენეგალი |
უგანდა |
კონგო |
ბრაზილია |
ვიეტნამი |
ჩრდილოეთ აფრიკა |
პაკისტანი |
სუდანი |
მალაიზია |
დანია |
ესპანეთი |
ომანი |
მექსიკა |
კენია |
კამბოჯა |
ნორვეგია |
|
2. საერთაშორისო AVIA გზავნილის გაგზავნა ვერ განხორციელდება შემდეგ ქვეყნებში:
უკრაინა |
ყაზახეთი |
სირია |
ფილიპინები |
იორდანია |
სომხეთი |
ერაყი |
ლიბანი |
|
აზერბაიჯანი |
სუდანი |
|
3. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის გაგზავნა ვერ განხორციელდება საბერძნეთის, იტალიისა და ესპანეთის მიმართულებებით.
„საქართველოს ფოსტა“ შეახსენებს საკუთარ მომხმარებელს, რომ ის, ისევე როგორც მსოფლიოში არსებული საფოსტო ადმინისტრაციების უმეტესობა ოპერირებს დაუძლეველი ძალის (ფორს მაჟორის) ვითარებაში. შესაბამისად კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი გზავნილის ვადის დარღვევით ჩაბარებაზე, აგრეთვე გზავნილის ჩაუბარებლობაზე და/ან ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე.