სიახლეები
საქართველოს ფოსტა დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის
1 აპრილი 2020
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ.
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დარიგდება.
არასრულწლოვნებს ასევე მიეწოდებათ საქართველოში დამზადებული პირბადეები.
ბინაზე მომსახურების სერვისი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან.