სიახლეები

საქართველოს ფოსტის განცხადება

27 აგვისტო
მოგახსენებთ, რომ კინოფილმის „ფორსაჟი 9“ გადაღებები ამჯერად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. 
  
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადაღებების გამო, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება.
ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.  
 
საავტომობილო და ასევე ფეხით მოძრაობის შეზღუდვის გამო გზავნილების ჩაბარება მიმდინარეობს შეფერხებით. 
 
ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ფოსტის სერვისცენტრთან (#0108, მისამართი: თბილისი, ლესია უკრაინკას ქ. №3) მისვლა მხოლოდ ზედა ქუჩებიდან იქნება შესაძლებელი.