კუბა

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები

  

გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
ü საფოსტო ბარათი - მაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü წერილი - მაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü მცირე პაკეტი - მაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
ü M ტომარა - მაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალურისიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა - არა;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი 
 
შესაძლებელია თუ არა წერილობითი კორესპონდენციის  საძიებო სისტემით სარგებლობა -დიახ;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 10 ადგ.ვალ.; 1.30 ადგ.ვალ.;
üგზავნილის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 30 ადგ.ვალ.;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს წერილობით კორესპონდენციას დანიშნულების  ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი;
ენა, რომელზეც შესაძლებელია შედგეს საბაჟო დეკლარაცია  - ესპანური, ინგლისური;
 
ჩაბარების საფასური იმ წერილობითი კორესპონდეციისათვის, რომელიც აღემატება 500 გრამს -
 
ჩაუბარებელი წერილობითი კორესპონდენციის  შენახვის ვადა: 30 დღე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.correos.cu
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
**გასაგზავნ წერილობით კორესპონდენციაზე საბაჟო დეკლარაციის დართვა მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილში მოთავსებულია საქონელი.
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 10 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - არა;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - დიახ;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 2 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ესპანური;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 10 ადგ.ვალ.; 1.30 ადგ.ვალ.;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 30 ადგ.ვალ.;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - არა;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 1 თვე;
üმაქსიმალური - 2 თვე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.correos.cu
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 

  

გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 1 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 1.3 CUP/10 CUP;
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 30 CUP/30 SDR;
    იურიდიული პირებისთვის 30 CUP/30 SDR;
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობა3-ჯერ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 30 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია - სრული
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 1,2 იანვარი, 1 მაისი, 25-27 ივლისი, 10 ოქტომბერი, 25,31 დეკემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი 
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
 
 
     ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება კუბის ოფიციალურ წყაროს
 
 
 
შესატანად აკრძალული საგნები:
საფოსტო მარკები - გარდა კომერციულ ფილატელისტურ საწარმოზე  და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს ორგანიზაციაზე,  კავშირგაბმულობის სამინისტროს მარკებისა და ფილატელიის დეპარტამენტზე დამისამართებული საგოსტო მარკებისა (მათ შორის გამოყენებულის), და ფილატელური მასალები; ვალუტა; ლატარიის ბილეთები; მორალური, კულტურული და საზოგადოებრივი ზიანის მომტანი ბეჭდვითი გამოცემები, წიგნები, დოკუმენტები, ნახატები, ნახაზები, გრავიურები, ფირფიტები, ნეგატიური ფირები, ფოტოსურათები; მუსიკალური ბარათები; ავტომობილები; ალკოჰოლური სასმელები; სიგარეტი; მაგნიტური ლენტები; ნახმარი ტანსაცმელი; ელექტრონული და ელექტრომოწყობილობები; გეოგრაფიული რუქები; ნატურალური მინის სათვალეები; საღეჭი რეზინი; სანიტარული ორგანიზაციების მიერ აკრძალული მარცვლეულის თესლი; უხამსი და უზნეო ხასიათის ნივთები ნივთები, რომლები ზიანს აყენებენ საზოგადოებრივ მორალსა და კეთილ შეხედულებებს; ძვირფასეულობა; აზარტული თამაშები; სამედიცინო დანადგარები; ტოქსიკური ნივთიერებები; სახალხო მედიცინის ნივთები და საშუალებები; მოტოციკლები და მოტოროლერები; ფოტოქაღალდი; ავტომობილების, მოტოციკლებისა და სხვა დანადგარების სათადარიგო ნაწილები; დაქუცმაცებული თამბაქო და ცოცხალი მცენარეები; ბინოკლები; ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი (დამუშავებული და გაყინული), შაშხი, სოსისი, რძე და რძის პროდუქტები და სხვა; სუნამოები; ჰერმეტულად დახურული ჭურჭელი, ფარმაცევტული პროდუქციის გარდა; ფოტო და კინოფირები; თმის საღებავები; ნიადაგი და მინერალები; სიგარები; ფასიანი ქაღალდები; ნახმარი ფეხსაცმელი; ყველა საქონელი, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს;
ავტომობილები, მოტოციკლები, მოტოროლერები და სხვა დანადგარები და მათი ნაწილები ნებადართულია გაიგზავნოს კუბაში აკრედიტირებული სახელმწიფოების საელჩოების, საერთაშორისო დაწესებულებების და სავაჭრო ფირმების წარმომადგენლობების მისამართით, რომელთა ოფისებიც განლაგებულია კუბაში, ან ქვეყანაში მომუშავე უცხოელი სპეციალისტების მისამართით.


შესატანად პირობითად დაშვებული საგნები:

ნარკოტიკები - დაიშვება მხოლოდ საერთაშორისო კონვენციის პირობების დაცვით; საფოსტო მარკები - თუ გაცვლა ხორციელდება ფილატელისტური ფედერაციის მეშვეობით; მედიკამენტები - არავადაგასული და განსაკუთრებული შეფუთვით; ბაქტერიები, მიკრობები - ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით, მხოლოდ ლაბორატორიების, ინსტიტუტების, ჰოსპიტლებისა და სხვა სამეცნიერო ორგანიზაციების მისამართით; ცხოველური წარმოშობის პროდუქცია - მხოლოდ მოხმარების, გამოკვლევების, ცდებისა და სამრეწველო საჭიროებისათვის; ცხოველთა ჯანმრთელობის საწინააღმდეგო მიკრობები ან პარაზიტები; ცხოველური წარმოშობის შრატები, ჰორმონები და ფერმენტები; ვაქცინები, ბაქტერიები ან სხვა ანალოგიური ვეტერინარიაში გამოყენებული პროდუქცია; ცხოველური წარმოშობის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების საშუალებები; ნებისმიერი ელემენტი, პროდუქცია ან შეფუთვა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ცხოველების დაავადებები - სანიტარულ-ვეტერინარული სერტიფიკატითა და კომპეტენტური ორგანოების ნებართვით; ცხოველთა საკვები  მცენარეული პროდუქციის იმპორტი დამატებით უნდა გაფორმდეს კუბის რესპუბლიკის საკონსულოს მიერ.


შენიშვნა:
1. CN23 საბაჟო დეკლარაცია უნდა შეივსოს ფრანგულ ან ესპანურ ენაზე;
2. უბრალო და შეკვეთილ გზავნილებში აკრძალულია საბანკო ბილეთებისა და სხვა 
ფასეულობების გადაგზავნა. ასეთი გზავნილების დაკარგვის, გაფუჭების და გაძარცვის 
შემთხვევაში კუბის საფოსტო ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;
3. კუბის საფოსტო ადმინისტრაცია არ ღებულობს უბრალო და შეკვეთილ წერილებს, 
რომელთა შიგთავსი ექვემდებარება საბაჟო დაბეგვრას.