ყირგიზეთი

მოცემულ ქვეყანაში წერილობითი კორესპონდენციის/ამანათის/EMS გზავნილის გაგზავნისას „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება გზავნილის დაკარგვით, შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით, ქურდობით, გზავნილის უკან დაბრუნებით, ან ადრესატისთვის ჩაბარების ვადის დარღვევით

წერილობითი კორესპონდენცია
ამანათი
EMS გზავნილი
შესატანად აკრძალული ნივთები
დამატებითი მოთხოვნები
 
გასაგზავნი წერილობითი კორესპონდენციის წონის/ზომის ზღვარი:
ü საფოსტო ბარათი - მაქსიმალური წონა 20გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü წერილი - მაქსიმალური წონა 250გრმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 5მმ.
ü მცირე პაკეტი - მაქსიმალური წონა 2კგმაქსიმალური ზომა - 240X340მმმაქსიმალური სისქე: 50მმ.
ü M ტომარა - მაქსიმალური წონა 30კგმაქსიმალურისიმაღლე - 80სმმაქსიმალური გარშემოწერილობა -120სმ.
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 150 SDR**;
 
შესაძლებელია თუ არა წერილობითი კორესპონდენციის  საძიებო სისტემით სარგებლობა - არა;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üგზავნილის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 3500 som / $76;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს წერილობით კორესპონდენციას დანიშნულების  ქვეყანაში შესვლისას - 3 ან ცალი;
ენა, რომელზეც შესაძლებელია შედგეს საბაჟო დეკლარაცია  - რუსული, ინგლისური;
 
ჩაბარების საფასური იმ წერილობითი კორესპონდეციისათვის, რომელიც აღემატება 500 გრამს -
 
ჩაუბარებელი წერილობითი კორესპონდენციის  შენახვის ვადა: 30 დღე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი 
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
***გასაგზავნ წერილობით კორესპონდენციაზე საბაჟო დეკლარაციის დართვა მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გზავნილში მოთავსებულია საქონელი.
 
გასაგზავნი ამანათის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
შესაძლებელია თუ არა დაზღვეული* ამანათის გაგზავნა - დიახ;
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი - 1000 SDR**;
 
შესაძლებელია თუ არა ამანათის საძიებო სისტემით სარგებლობა - არა;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს ამანათს ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი;
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ფრანგული, ინგლისური, რუსული;
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას 3500 som / $76;
 
ხორციელდება თუ არა ამანათის ადრესატის მისამართზე მიტანა:
üუფასოდ - დიახ;
üდამატებითი საფასურის გადახდით - დიახ;
 
ჩაუბარებელი ამანათის შენახვის ვადა:
üმინიმალური - 30 დღე;
üმაქსიმალური - 60 დღე;
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი -
 
 
*დაზღვეული ამანათი - რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. დაზღვევის თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი. თუ გზავნილის გაგზავნის მომენტში გამოცხადებული SDR კურსის მიხედვით დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი აღემატება 10 000 ლარს, გზავნილის დაზღვევა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ 10 000 ლარის ფარგლებში.
 
**SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითიკურსის შესაბამისად და ქვეყნდება სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე.
 
გასაგზავნი EMS გზავნილის წონის/ზომის ზღვარი:
üმაქსიმალური წონა - 20 კგ;
üმაქსიმალური ზომა - 1,05მ X 1,05მ X 1,05მ (ან 2მ სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით);
 
დაზღვევის მაქსიმალური ზღვარი* - დოკუმენტისთვის არაუმეტეს 4000 ლარი,
საქონლისთვის - არაუმეტეს 10 000 ლარი;
 
საბაჟო დეკლარაციის რაოდენობა, რომელიც უნდა ახლდეს EMS გზავნილს მისი ქვეყანაში შესვლისას - 3 ცალი
 
ენა, რომელზეც უნდა შედგეს საბაჟო დეკლარაცია - ინგლისური
 
ქვეყანაში შესვლისთვის დაწესებული გადასახადები/მოსაკრებლები:
üსაბაჟო დათვალიერების / ექსპერტიზის / კონტროლის გავლის ღირებულება - 
üამანათის შიგთავსის ღირებულება, რომლის ზევითაც ის ექვემდებარება გადასახადით დაბეგვრას:
    ფიზიკური პირებისთვის 
    იურიდიული პირებისთვის 
    
რამდენჯერ ხორციელდება EMS გზავნილის ჩაბარების მცდელობაერთხელ
 
ჩაუბარებელი EMS გზავნილის შენახვის ვადა: 15 დღე;
 
მომსახურების დაფარვის ტერიტორია გარდა: Kazarman of Jalal-Abad Region, Doorot-Korgon of Osh Region
 
ჩაბარების დღეები - 1/2/3/4/5/6
 
P.O. Box-ით ჩაბარება: დიახ
 
უქმე დღეები - 1,7 იანვარი, 23 თებერვალი, 8,21 მარტი, 7 აპრილი, 1,5,9 მაისი, 31 აგვისტო, 7,8 ნოემბერი
 
საფოსტო ადმინისტრაციის ვებ-გვერდი www.posta.kg
 
 
*მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას.
 ტერმინთა განმარტებები
 
 
  •  აკრძალული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე.
  •  გარკვეული პირობით დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
  •  უპირობოდ დაშვებული ნივთები - ნივთები, რომელთა შეტანა დაშვებულია ქვეყნის ტერიტორიაზე.
 
დეტალური ინფორმაცია სასაქონლო კოდებთად და მათ დასახელებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (http://www.rs.ge/4509), ან შემდეგ მისამართზე:http://www.foreign-trade.com/reference/hscode.htm
 
სასურველი ნივთის მარტივად მოძების მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ctrl+F კომბინაცია. მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდება საძიებო ველი, სადაც შესაძლებლობა გექნებათ ჩაწეროთ ნივთის დასახელება.Enter ღილაკზე ზემოქმედებით, განსხვავებული ფერით მოინიშნება თქვენს მიერ მითითებული საძიებო სიტყვა მთელ ტექსტში.
 
  
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ყირგიზეთის ოფიციალურ წყაროს
 
შესატანად აკრძალული საგნები:
ბეჭდვითი გამოცემები, ხელნაწერები, კლიშე, ნახატები, ფირები, ნეგატივები, ვიდეოკასეტები, აუდიო- და ვიდეოჩანაწერები და დისკები, რომლებიც ზიანს აყენებენ  სახელმწიფოს რეპუტაციას, სოციალურ სისტემას, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს წყობილებას, და მოუწოდებენ ომის, ტერორიზმის, სისასტიკის, ეროვნული და რელიგიური შუღლის, ფაშიზმის და მისი ყველა გამოვლინების (სიონიზმის, ანტისემიტიზმის) გაღვივებისაკენ; პორნოგრაფიული ხასიათის ბეჭდვითი გამოცემები; ქიმიური ნივთიერებანი, რომლებიც განკუთვნილია დაავადების გამომწვევი მიკრობების გასანადგურებლად და საფრთხეს უქმნიან ადამიანების, ცხოველების და ფრინველების სიცოცხლეს; ნიადაგის და გრუნტის წყლების ნიმუშები; მალფუჭებადი პროდუქტები; ცოცხალი ცხოველები და ფრინველები, ფუტკარი, თევზი, სპერმა, კვერცხი ინკუბაციისათვის, თევზის გასამრავლებელი ქვირითი, ქვეწარმავლები, მწერები; ფეტქებადი, მომწამლავი, ადვილად აალებადი და სხვა სახიფათო ნივთიერებანი, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩათვლით და მოწყობილობები ოპიუმის და ჰაშიშის მოსაწევად; ცეცხლსასროლი (სანადიროს გარდა) იარაღი და მისი ტყვია-წამალი, ცივი იარაღი და თავდასხმისათვის გამოსადეგი ნებისმიერი საგნები (კასტეტები, სტილეტები).  


 
შესატანად პირობითად დაშვებული საგნები: 
წურბელები, აბრეშუმის ჭია, პარაზიტები და მავნე მწერების გამანადგურებლები - განკუთვნილნი მეცნიერული შესწავლისათვის, ოფიციალურად აღიარებულ ინსტიტუტებს შორის გაცვლით, ვეტერინარული და საკარანტინო სამსახურების ნებართვით; ნარკოტიკები - ყირგიზეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკების კონტროლის მუდმივმოქმედი კომისიის სერტიფიკატით, რომელიც გაიცემა რესპუბლიკიდან ან რესპუბლიკაში ყოველი გადაზიდვისათვის ცალკე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ  (ერთს ან რამდენიმე) ნარკოტიკს ეხება იგი: რადიოელექტრონული და მაღალსიხშირული მოწყობილობები (ნებისმიერი სიმძლავრის მიმღები და გადამცემი მოწყობილობები, ნებისმიერი სიმძლავრის მაღალსიხშირული მოწყობილობანი, მაღალსიხშირული ულტრაბგერითი მოწყობილობანი, სამრეწველო, სამეცნიერო და სამედიცინო დანიშნულების გენერატორები); რადიოლოკაციის მოწყობილობები ტრანპორტის მოძრაობის სიჩქარის გასაზომად - რადარები - ყირგიზეთის რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს ნებართვით; თესლი, სანერგე მასალა, ჰერბარიუმები, ახალი ხილი და ბოსტნეული - ყირგიზეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეების კარანტინის მთავარი სახელმწიფო ინსპექციის ნებართვით. 
 

 

სამისამართო იარლიყის შესაბამის ველში უნდა მიეთითოს ადრესატის ტელეფონის ნომერი