სახმელეთო ამანათი

დანართი N2

დამტკიცებულია შპს „საქართველოს ფოსტის“

გენერალური დირექტორის .2022 წლის

   ბრძანებით

სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ

გაგზავნის პირობები

სარჩევი

1.     მოქმედების სფერო. 2

2.     ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები. 2

3.     სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად.. 4

4.     გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და ჩაბარების ვადები. 6

5.     აკრძალული და პირობითად დაშვებული საქონლის ჩამონათვალი. 7

6.     გზავნილის შიგთავსის შემოწმება 8

7.     სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები. 9

8.     პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა 10

9. დასკვნითი დებულებები. 11

დანართი №1. 13

დანართი2. 15

დანართი 3. 23

 

1.      მოქმედების სფერო

 

1.1. წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია სახმელეთო ამანათის (შემდგომში ასევე მოხსენიებული როგორც: „ამანათიდა/ანგზავნილი“) ქვეყნის გარეთ გაგზავნის პირობები. დოკუმენტი განკუთვნილია შპსსაქართველოს ფოსტისმომხმარებლისთვის და ასევე კომპანიის ყველა იმ პოზიციის თანამშრომელთათვის, ვინც უზრუნველყოფს სახმელეთო ამანათის გაგზავნასთან  დაკავშირებული ოპერაციების შესრულებასა და კონსულტაციის გაწევას.

1.2. ის საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე დოკუმენტით, რეგულირდებამომხმარებლის სახელმძღვანელოსდებულებებით.

 

2.      ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათის მახასიათებლები

 

2.1. ქვეყნის გარეთ გასაგზავნი სახმელეთო ამანათი არის ამანათის სახეობა, რომელსაც შპს საქართველოს ფოსტამომხმარებლისგან იღებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სერვისცენტრების საშუალებით. ამასთან, თუ გამგზავნს კორპორატიული მომხმარებელი წარმოადგენს, მას საშუალება აქვს ამანათის გაგზავნა მოახდინოს კურიერის გამოძახების საშუალებით.

2.2. სახმელეთო ამანათის როგორც გამგზავნი, ასევე ადრესატი შესაძლოა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი, ხოლო კორპორატიული მომხმარებლის შემთხვევაში გამგზავნი ასევე შესაძლებელია იყოს იურიდიული პირი, რომელიც არეგისტრირებს გზავნილებს საფოსტო პროგრამაში (APP).

2.3. შპსსაქართველოს ფოსტასახმელეთო ამანათის გაგზავნას ახორციელებს შემდეგი ქვეყნების მიმართულებით:

2.3.1 საბერძნეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.2 ესპანეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის ოფისში, რომელის მისამართიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.3 იტალია - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.

2.3.4 საფრანგეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში.  

2.3.5. გერმანია - ამანათი იგზავნება #2 დანართში მოცემულ ქალაქებში, მისამართზე ჩაბარების პირობით. ამასთან, ჩაბარების მისამართის განსაზღვრა ხორციელდება“საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენელსა (კურიერს) და ადრესატს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმებულ ადგილზე.

2.3.6. შვეიცარია - ამანათი იგზავნება #2 დანართში მოცემულ ქალაქებში, მისამართზე ჩაბარების პირობით. ამასთან, ჩაბარების მისამართის განსაზღვრა ხორციელდება“საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენელსა (კურიერს) და ადრესატს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმებულ ადგილზე.

2.3.7. პოლონეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებსა და გზავნილების გაცემის პუნქტებში, რომელთა მისამართებიც მოცემულია №2 დანართში. 

2.3.8. ავსტრია - ამანათი იგზავნება #2 დანართში მოცემულ ქალაქებში, მისამართზე ჩაბარების პირობით. ამასთან, ჩაბარების მისამართის განსაზღვრა ხორციელდება“საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენელსა (კურიერს) და ადრესატს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმებულ ადგილზე.

2.3.9. ჩეხეთი - სახმელეთო ამანათი იგზავნება მოკითხვამდე პირობით. სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება გზავნილების გაცემის პუნქტში, რომლის მისამართიც მოცემულია №2 დანართში. 

2.3.10. ბელგია - ამანათი იგზავნება #2 დანართში მოცემულ ქალაქებში, მისამართზე ჩაბარების პირობით. ამასთან, ჩაბარების მისამართის განსაზღვრა ხორციელდება“საქართველოს ფოსტის“ აგენტის წარმომადგენელსა (კურიერს) და ადრესატს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმებულ ადგილზე.

2.3.11. სომხეთი -ამანათი იგზავნება #2 დანართში მოცემულ ქალაქებში, ადრესატის მისამართზე ჩაბარების პირობით.

2.4. შპსსაქართველოს ფოსტისმიერ  სახმელეთო ამანათის დაზღვევა არ ხდება.

2.5. სახმელეთო ამანათის  წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-, ხოლო მედიკამენტების შემთხვევაში - 300 გრამსსახმელეთო ამანათის ზომა არ უნდა აჭარბებდეს 80სმX80სმX80სმ-ს.

2.6. სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულება (გარდა მედიკამენტებისა) გამოითვლება ფაქტიური წონისა და შპსსაქართველოს ფოსტის“  მიერ ამავე კატეგორიის გზავნილზე 1 კგ-სთვის დადგენილი ტარიფის ნამრავლით. 1 კგ-მდე წონის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში გამგზავნი/ადრესატი  იხდის ფიქსირებულ - 1კგ-სთვის დადგენილ ტარიფს.

2.6.1. გერმანიის და ბელგიის მიმართულიებით სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულება (გარდა მედიკამენტებისა),  გამოითვლება ფაქტიური წონისა და შპს „საქართველოს ფოსტის“  მიერ ამავე კატეგორიის გზავნილზე 1 კგ-სთვის დადგენილი ტარიფის ნამრავლით. 5 კგ-მდე წონის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნი/ადრესატი იხდის ფიქსირებულ - 5 კგ-სთვის დადგენილ ტარიფს.

2.7. სახმელეთო ამანათით მედიკამენტების გაგზავნის შემთხვევაში, გამგზავნი/ადრესატი იხდის ფიქსირებულ ტარიფს. 2.7.1. სომხეთის მიმართულებით მედიკამენტების ცალკე გზავნილის სახით გაგზავნა არ მოითხოვება, ის შეიძლება მოთავსდეს სხვა გასაგზავნ ნივთებთან ერთად.

2.8.    სახმელეთო ამანათის ქვეყნის გარეთ გაგზავნის მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია როგორც მისი გაგზავნისას - გამგზავნის მიერ, ასევე ადრესატის მიერ - სახმელეთო ამანათის მისთვის ჩაბარებისას.

2.8.1.გამონაკლისია სომხეთის მიმართულებით გასაგზავნი სახმელეთო ამანათი, რომლის ფასდადებით პირობით გაგზავნაც არ ხდება.

2.9.    კორპორატიული მომხმარებლის შემთხვევაში ანგარიშწორების პირობა განისაზღვრება ყოველი თვის ბოლოს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

2.10.კორპორატიული მომხმარებლის მხრიდან სახმელეთო ამანათი რეგისტრირდება საფოსტო პროგრამაში (APP) „საფოსტო პროგრამის მოხმარების ინსტრუქციის“ თანახმად.

2.11.კორპორატიული მომხმარებლის მიერ სახმელეთო ამანათის ფასდადებით პირობით გაგზავნა არ ხორციელდება.

2.12.ადრესატისათვის ჩაუბარებელი სახმელეთო ამანათის უკან გამგზავნისათვის დაბრუნება არ ხორციელდება. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხდება სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება (მათ შორის, თუ ადრესატი უარს განაცხადებს სახმელეთო ამანათის ჩაბარებაზე), მისი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ის განადგურდება ადგილზე.   

 

3.      სახმელეთო ამანათის მიღება ქვეყნის გარეთ გასაგზავნად

 

3.1.    შპსსაქართველოს ფოსტასახმელეთო ამანათის მიღებას ქვეყნის გარეთ გასაგზავნად ახორციელებს სერვისცენტრებისა და კურიერების (კორპორატიული მომსახურების ფარგლებში)  მეშვეობით,  ყოველ სამუშაო დღეს.

გასათვალისწინებელია!  თბილისის სერვისცენტრების გარდა, ნებისმიერ სხვა სერვისცენტრში  სახმელეთო ამანათის შაბათ დღეს მიღების შემთხვევაში, მისი გაგზავნა ვერ განხორციელდება 4.1. პუნქტით განსაზღვრულ დღეს(ორშაბათი).  აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სერვისცენტრების გარდა, ნებისმიერ სხვა სერვისცენტრში შაბათ დღეს მალფუჭებადი პროდუქტის შემცველი სახმელეთო გზავნილის მიღება არ არის რეკომენდირებული.

Ø  სომხეთის მიმართულებით გასაგზავნ სახმელეთო ამანათის  შემთხვევაში, იმისათვის რომ ამანათი გაიგზავნოს 4.1. პუნტქით განსაზღვრულ დღეს (ხუთშაბათს), გზავნილის სერვისცენტრში (როგორც თბილისის, ისე რეგიონის შემთხვევაში) მიღება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს სამშაბათისა.

          თუ გამგზავნი არ ითვალისწინებს შპსსაქართველოს ფოსტისრეკომენდაციას, ასეთი გზავნილის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ გაგზავნის საფასურის გამგზავნის მიერ გადახდის პირობით.

3.2.    მომხმარებელმა სახმელეთო გზავნილის გაგზავნისას სავალდებულო წესით უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე  სრულად და ზუსტად უნდა მიაწოდოს გაყიდვების ოპერატორს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

 

გამგზავნის/წარმომდგენის შესახებ:

·   ვინაობა;

·   პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი;

·   მისამართი;

·   მობილური ტელეფონის ნომერი.

 

ადრესატის შესახებ:

·   ვინაობა;

·   ტელეფონის ნომერი;

·   მიმღები ქვეყანა;

·   მიმღები ქალაქი.

·   პირადი ან პასპორტის ნომერი -  სავალდებულოა მხოლოდ სომხეთის მიმართულებით გაგზავნისას

 

 

3.3. გასაგზავნად მიღებულ სახმელეთო ამანათს ენიჭება საიდენტიფიციკაციო კოდი (შტრიხ კოდი).

3.4. სახმელეთო ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. სახმელეთო ამანათი უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ და ისეთი წესით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს, ამასთან, ასეთმა შეფუთვამ არ უნდა დააზიანოს სხვა სახმელეთო ამანათები ტრანსპორტირების დროს და არ უნდა შეუქმნას პრობლემები პირებსვინც განახორციელებენ სახმელეთო ამანათების შემდგომ დამუშავებას, ტრანსპორტირებასა ან/და დასაწყობებას.

3.5. ამანათის შიგთავსი უნდა მოთავსდეს ყუთში, რომელიც გარედან უნდა დაილუქოს შპსსაქართველოს ფოსტისბრენდირებული წებოვანი ლენტით. თხევადი და სითხის შემცველი პროდუქცია უნდა მოთავსდეს პლასტმასის კონტეინერში/ბოთლში.

3.6. გამგზავნს უფლება არ აქვს სახმელეთო ამანათით გააგზავნოს ის ნივთები და საქონელი, რომელთა გაგზავნაც აკრძალულია წინამდებარე დოკუმენტის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

 

 4.    გასაგზავნად მიღებული სახმელეთო ამანათის გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და ჩაბარების ვადები

 

4.1. სახმელეთო ამანათების გაგზავნას შპსსაქართველოს ფოსტაახორციელებს:

·         ორშაბათ დღეს - ყველა მიმართულებით გარდა სომხეთისა;

·         ხუთშაბათ დღეს - სომხეთის მიმართულებით.

 

4.2. დანიშნულების ქვეყანაში შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების ოფისების მისამართებზე სახმელეთო ამანათის  მიწოდება ხორციელდება №1 დანართში მოცემულ ვადებში.

4.2.1. გზავნილის დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას გამგზავნი მიიღებს SMS შეტყობინების სახით.

4.3. სახმელეთო ამანათის შპსსაქართველოს ფოსტისაგენტების ოფისებამდე ტრანსპორტირების შემდგომ, ადრესატი უფლებამოსილია შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის მიერ სახმელეთო ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს ვიზიტი აგენტის ოფისში და ჩაიბაროს სახმელეთო ამანათი, თუ სახმელეთო ამანათი ისეთ ქალაქში იგზავნება, სადაც აგენტის ოფისის ნაცვლად მხოლოდ გაცემის პუნქტია (ინფორმაცია გაცემის პუნქტების შესახებ მოცემულია №2 დანართში), ადრესატს გზავნილის ჩაბარების საშუალება ექნება მხოლოდ ასეთი გაცემის პუნქტების სამუშაო დღეებსა და საათებში.  

4.4. გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და ბელგიის შემთხვევაში -  სახმელეთო ამანათის შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის ოფისამდე ტრანსპორტირების შემდგომ, აგენტი ოფისის წარმომადგენელი(კურიერი) აუცილებელი წესით ახდენს სატელეფონო კომუნიკაციას ადრესატთან, რომელთანაც აზუსტებს გზავნილის ჩაბარების მისამართსა და დროს და მხოლოდ ამის შემდგომ ახორციელებს ვიზიტს. კურიერის მიერ შეთანხმებულ მისამართზე  ვიზიტი ხორციელდება ერთჯერადად. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხდება გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება, კურიერი აბრუნებს გზავნილს აგენტის ოფისში. ამის შემდგომ, ადრესატს შესაძლებლობა აქვს შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის მიერ სახმელეთო ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს ვიზიტი აგენტის ოფისში  და ჩაიბაროს სახმელეთო ამანათი.

გასათვალისწინებელიაბელგიის შემთხვევაში, კურიერის მიერ გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება განხორციელდება მხოლოდ შაბათ ან კვირა დღეს, თუ ადრესატი გარკვეული მიზეზების გამო ვერ ჩაიბარებს გზავნილს, მან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს ვიზიტი ნიურნბერგის (გერმანია) აგენტის ოფისში და ჩაიბაროს გზავნილი.

4.5.  სომხეთის შემთხვევაში სახმელეთო ამანათის შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტის ოფისამდე ტრანსპორტირების შემდგომ, აგენტი ოფისის წარმომადგენელი(კურიერი) აუცილებელი წესით ახდენს სატელეფონო კომუნიკაციას ადრესატთან, რომელთანაც აზუსტებს გზავნილის ჩაბარების დროს, კურიერის მიერ ადრესატის მისამართზე  ვიზიტი ხორციელდება ერთჯერადად. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხდება გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება, კურიერი აბრუნებს გზავნილს აგენტის ოფისში. ამის შემდგომ, ადრესატს შესაძლებლობა აქვს შპსსაქართველოს ფოსტისაგენტის მიერ სახმელეთო ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს ვიზიტი აგენტის ოფისში  და ჩაიბაროს სახმელეთო ამანათი.

 

 5.      აკრძალული და პირობითად დაშვებული საქონლის ჩამონათვალი

 

5.1. სახმელეთო ამანათით დაუშვებელია იმ საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა, რაც სტანდარტულად აკრძალულია საფოსტო გზავნილებით გაგზავნისას (https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=help/restrictions/ ). გარდა ამისა, ასევე დაუშვებელია შემდეგი საგნების გაგზავნა:

5.1.1. თამბაქო და თუთუნი;

5.1.2.  ხორცი და ხორცის ნაწარმი;

5.1.3. არაქარხნული წარმოების ნებისმიერი სითხე, რომელშიც დუღილი არ არის დასრულებული ან ის გაზირებულია (მათ შორის: მადუღარი ტკბილი;  მაჭარი; ცქრიალა ღვინო; ბადაგი და სხვა);

5.1.4. ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები;

5.1.5. პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დედანი დოკუმენტი (პასპორტი; პირადობის მოწმობა; ბინადრობის მოწმობა; მართვის მოწმობა);

5.1.6. ძვირფასი ლითონი და/ან ქვები, ასევე მათი ნაკეთობები;

 

5.2. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტის/მედიკამენტის გაგზავნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგი ოდენობით და პირობებით:

5.2.1.    თაფლი არაუმეტეს  ½კგ-სა;

5.2.2. ნებისმიერი სახის ყველი - არაუმეტეს 2 კგ-სა (მოთავსებული ჰერმეტულად, დახურულ პლასტმასის კონტეინერში, სითხის გარეშე);

5.2.3. ალკოჰოლური სასმელებიდან:

ა) ღვინო და ლუდი, ჯამში - არაუმეტეს 5 (ხუთი) ლიტრისა.  ამასთან: 

Øარაქარხნული წარმოების ასეთი სასმელი მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლ(ებ)ში ისე, რომ ერთეული პლასტმასის ბოთლის მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 3 (სამი) ლიტრს, ხოლო, ღვინის საერთო მოცულობამ ერთ გზავნილში არ უნდა გადააჭარბოს 5 (ხუთი) ლიტრს;

Øქარხნულად ჩამოსხმული სასმელის (ღვინო და ლუდი)  რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 2 (ორი) ბოთლს ისე, რომ საერთო მოცულობამ არ გადააჭარბოს 5 (ხუთი) ლიტრს. 

    ბ) სხვა ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი - არაუმეტეს 1 (ერთი) ლიტრისა. ამასთან, არაქარხნული წარმოების ასეთი სასმელი მოთავსებული უნდა იყოს პლასტმასის ბოთლში.

გასათვალისწინებელია: სომხეთის მიმართულებით ალკოჰოლური სასმელის გაგზავნა დაუშვებელია პლასტმასის ბოთლით, ნებადართულია მხოლოდ ქარხნულად ჩამოსხმული  2 ბოთლი ღვინისა და ლუდის (რომელთა საერთო მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს  5 ლიტრს), ხოლო 1 ლიტრი სხვა სახეობის ალკოჰოლური სასმელის გაგზავნა.

5.2.4.  სხვა თხევადი და ბლანტი სახის კვების პროდუქტებიმოთავსებული პლასტმასის  ბოთლებში;

5.2.5.  დაუშვებელია სახმელეთო ამანათით მხოლოდ დოკუმენტის გაგზავნა. დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ სხვა საქონელთან/პროდუქტთან  ერთად.

5.2.6.  მედიკამენტები ქარხნული შეფუთვით - არაუმეტეს 300 გრამისა. ამასთან:

) ერთი სახეობის აბები - არაუმეტეს 10 (ათი) ფირფიტისა;

) სხვა ტიპის (მათ შორის, სითხის შემცველი) მედიკამენტები - არაუმეტეს 300 გრამისა.

 

შენიშვნა:  სომხეთის მიმართულებით მედიკამენტების ცალკე გზავნილის სახით გაგზავნა არ მოითხოვება,  მათი გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ 5.2.6. პუნქტით დადგენილი რაოდენობებით,  სხვა გასაგზავნ ნივთებთან ერთად.

სხვა დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით მედიკამენტების გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ცალკე სახმელეთო ამანათის სახით , მასთან ერთად სხვა რაიმე საქონლის/პროდუქტის გაგზავნა დაუშვებელია. ამასთან, აკრძალულია ნარკოტიკული ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების გაგზავნა ნებისმიერი მიმართულებით.

5.2.7. მსხვრევადი ნივთ(ებ)ის (მათ შორის ტელევიზორი; მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ჭურჭელი და სხვა) გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ გამგზავნის რისკით, შევსებული და ხელმოწერილი განაცხადის საფუძველზე (იხ. დანართი #3). შესაბამისად „საქართველოს ფოსტა“ არ იღებს პასუხისმგებლობას გზავნილის შიგთავსის დაზიანების გამო.

 

 

6.    გზავნილის შიგთავსის შემოწმება

 

6.1. ქვეყნის დატოვებამდე, სახმელეთო ამანათი გაივლის შიგთავსის სკანერით დათვალიერების პროცესს. შემოწმების შედეგად, საეჭვოდ მიჩნეული ამანათები გადადის დათვალიერების ოთახში, სადაც ხდება მათი გახსნა, შიგთავსის დეტალური შესწავლის მიზნით. აღნიშნული პროცესი ხორციელდება ვიდეო კამერების მეთვალყურეობის ქვეშ.

6.2. ამანათის შიგთავსის შემოწმების მიზნით, გზავნილის გახსნის შემდგომ, მასზე აუცილებელი წესით ეკვრება შესაბამისი წებოვანი სტიკერი, რომელზედაც დატანილია ტექსტი - „გახსნილია შიგთავსის შემოწმების მიზნით“.

6.3. გზავნილის გამგზავს უფლება აქვს რეკლამაციის განაცხადით მოითხოვოს შიგთავსის დათვალიერების ვიდეო ჩანაწერის ნახვა, გზავნილის გაგზავნიდან 3 თვის განმავლობაში.

6.3.1. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში,  საქართველოს ფოსტა მოქმედებს ამავე დოკუმენტის 7 თავის შესაბამისად. ამასთან, თუ გზავნილის გახსნის და შიგთავსის დათვალიერებისას, მასში აღმოჩნდება რაიმე სახის სამკაული/ნაკეთობა, რომელზედაც არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი ან მასზე არ იქნება დატანილი აღნიშნვნა, რომ ნაკეთობა არ შეიცავს ოქროს, ვერცხლს ან სხვა ძვირფას მეტალს ან ძვირფას ქვებს, „საქართველოს ფოსტა“ იტოვებს უფლებას, ასეთი ნივთის შემადგენელი მასალის დადგენის მიზნით, მოახდინოს მისი შპს“ საქართველოს ფოსტის“ ლიცენზირებული ექპერტისთვის გადაცემა. აღნიშნული მომსახურება უფასოა, ხოლო ექპსერტიზის ვადა განისაზღვრება 7 სამუშაო დღის ვადით. თუ ექსპერტი დაადგენს, რომ ნივთი დამზადებულია ძვირფასი მეტალისგან და/ან ძვირფასი ქვისგან, ამანათი უბრუნდება გამგზავნს 7 თავის შესაბამისი პირობებით, ხოლო სხვა შემთხვევაში, ამანათი იგზავნება დანიშნულების ქვეყანაში, გასაგზავნი ამანათების შემდეგ პარტიასთან ერთად.

7.      სახმელეთო ამანათის დამატებითი სერვისები

 

7.1. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა ხორციელდება შპსსაქართველოს ფოსტისსერვისცენტრში მიმართვის გზით და საშუალებას აძლევს გამგზავნს უარი თქვას შპსსაქართველოს ფოსტისთვისგადაცემული გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე.

7.1.1. სერვისით სარგებლობა ფასიანია და ის შეადგენს გაგზავნის ღირებულების 50%-ს. ამასთან, თუ დასაბრუნებელი ამანათის გაგზავნის ღირებულება გადახდილი არ არის  გაგზავნისას, გამგზავნმა ამანათის დაბრუნებამდე უნდა გადაიხადოს შპსსაქართველოს ფოსტისმიერ დაწესებული ტარიფი,  წინააღმდეგ შემთხვევაში, გზავნილის მისთვის უკან დაბრუნება არ მოხდება და გზავნილი გადავა შპს საქართველს ფოსტისსაკუთრებაში. ტარიფი არ აიღება იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო ამანათის უკან დაბრუნებას გამგზავნი მოითხოვს მისი გაგზავნის დღესვე.

7.1.2. მომხმარებელი (გამგზავნი) შეძლებს აღნიშნული სერვისით სარგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მისი მხრიდან გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის განაცხადი დაფიქსირდება გზავნილის შპსსაქართველოს ფოსტისთვისგადაცემიდან არაუგვიანეს პარასკევს 17:00 საათამდე, შესაბამისად მომხმარებლის მიერ, ამანათის შაბათ დღეს გასაგზავნად ჩაბარების შემთხვევაში, იგი აღნიშნული სერვისით ვერ ისარგებლებს. გამონაკლისია თბილისის სერვისცენტრები, სადაც აღნიშნული განცხადების დაფიქსირება შესაძლებელია, დამატებით შაბათ დღესაც - 14:00 საათამდე და სერვისით სარგებლობა ასევე შეუძლია შაბათ დღეს 14:00 საათამდე ჩაბარებულ გზავნილებზე.

გასათვალისწინებელია: სომხეთის მიმართულებით გაგზავნილ სახმელეთო ამანათზე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმის განაცხადის დაფიქსირდება უნდა მოხდეს გზავნილის შპსსაქართველოს ფოსტისთვისგადაცემიდან არაუგვიანეს სამშაბათს 17:00 საათამდე. აღნიშნული ეხება როგორც თბილისის ისე რეგიონის სერვისცენტრებს.

7.1.3. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, სახმელეთო ამანათის უკან დაბრუნება ხდება სერვისცენტრშივე, ხოლო გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად  გამგზავნი ავსებს რეკლამაციის განაცხადს, რომელიც იმავე დღეს იგზავნება ხარისხის მართვის   დეპარტამენტში და შესაბამისი ბრძანების საფუძველზე,  გადახდილი თანხის 50% უკან უბრუნდება გამგზავნს.

7.1.4. თუ გამგზავნი გზავნილის უკან დაბრუნებას მოითხოვს გზავნილის გაგზავნის დღესვე და  წარმოადგენს გადახდის დამადასტურებელი ქვითარს, მას გზავნილი დაუბრუნდება და გადახდილი გაგზავნის ღირებულება აუნაზღაურდება სრულად - სერვისცენტრშივე.  იმ შემთხვევაში, თუ გამგზავნი ვერ შეძლებს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენას, თანხის ასანაზღაურებლად  გამგზავნმა უნდა შეავსოს რეკლამაციის განაცხადი, რომლის საფუძველზეც კომპანიის შიდა პროცედურების გავლის შედეგად მას უკან დაუბრუნდება გადახდილი ღირებულების 50%.

7.2. სახმელეთო ამანათის გამგზავნს უფლება აქვს მოითხოვოს  გზავნილის გადამისამართება, რომელიც ხორციელდება  „გზავნილის გადამისამართების წესი“-ს შესაბამისად.

 

8.  პასუხისმგებლობა და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა

 

8.1.   შპსსაქართველოს ფოსტამატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით სახმელეთო ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში. ამასთან, სახმელეთო ამანათი დაზიანებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი გარე შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.

8.2. გზავნილი ითვლება დაკარგულად, თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შპს საქართველოს ფოსტისაგენტის მიერ ან თუ სახმელეთო ამანათის  შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის  განმავლობაში.

8.3.  შპსსაქართველოს ფოსტაარ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

8.4.    შპსსაქართველოს ფოსტისპასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება:

Ø დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

Ø შემთხვევებში, როცა შპსსაქართველოს ფოსტასარ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

Ø თუ გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა ან დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით) ან შიგთავსის  თვისებებით;

Ø იმ სახმელეთო ამანათების მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

Ø იმ სახმელეთო ამანათების მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ სახმელეთო ამანათი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში;

Ø მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ სახმელეთო ამანათის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

Ø თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

Ø თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა შპსსაქართველოს ფოსტასსახმელეთო ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;

8.5. გზავნილის დაკარგვის, ან შიგთავსის ნაწილობრივი დაკარგვის, ან მისი დაზიანების  შემთხვევაში, შპსსაქართველოს ფოსტაგამგზავნს უნაზღაურებს ზიანს „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ -  VII კარის, 61-ე მუხლის. 61.1.1. პუნქტის ნორმების შესაბამისად.

8.6. გამგზავნი მატერიალურად პასუხისმგებელია იმ ზარალზე, რომელიც მიადგება შპსსაქართველოს ფოსტასაკრძალული ნივთის გაგზავნის ან სახმელეთო ამანათის არასათანადოდ შეფუთვის გამო.

8.7. ქვეყნის დატოვებამდე ამანათში აკრძალული ნივთის ან მისი არასათანადო შეფუთვის აღმოჩენის შემთხვევაში, ამანათი არ იგზავნება, ხოლო გამგზავნი იხდის პირგასამტეხლოს - სახმელეთო ამანათის გაგზავნის ღირებულების 100%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, გამგზავნს გზავნილი უკან არ უბრუნდება.

8.8. რეკლამაციის განხილვა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ IX კარის 65-ე მუხლის ნორმებისა და „რეკლამაციის წარდგენისა და განხილვის“ წესის შესაბამისად.

 

9. დასკვნითი დებულებები

 

9.1.  თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.

9.2.  ყველა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით,  რეგულირდება შპსსაქართველოს ფოსტის მიერ დამტკიცებული მომხმარებლის სახელმძღვანელოთი.

9.3.  ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება (გარდა წინამდებარე დოკუმენტის 9.4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ძალაში შედის მისი შპსსაქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორის ხელმოწერის დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.

9.4. ცვლილება წინამდებარე დოკუმენტის №1 დანართსა და №2 დანართში ძალაში შედის მისი შპსსაქართველოს ფოსტის ვებ-გვერდზე განთავსების დღიდან და არ საჭიროებს შპსსაქართველოს ფოსტისგენერალური დირექტორის ხელმოწერას.

9.5.  ამ დოკუმენტის  პუნქტებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმარტავნი.

 

დანართი №1

სახმელეთო ამანათის ჩაბარების ვადები

განმარტება: ჩაბარების ვადების ათვლა იწყება სახმელეთო ამანათის შპს „საქართველოს ფოსტისთვის“  გადაცემის შემდეგ დამდგარი პირველი ორშაბათიდან.

საბერძნეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ათენი, კალითეა

5-6 კალენდარული დღე

თესალონიკი

7-8 კალენდარული დღე

კალამატა

7-8 კალენდარული დღე

 

ესპანეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ბარსელონა

10 კალენდარული დღე

მადრიდი, ვალენსია, კორდობა, არნედო, აუტოლი, ალიკანტე, მანრესა, ბიკი

14 კალენდარული დღე

 

იტალია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ბარი,  რეჯიო კალაბრია, რეჯიო ემილია,  ნეაპოლი,  რომი, მილანი, პრატო

8 კალენდარული დღე

მონტოვა,   ფლორენცია,  სალერნო, უდინე

10 კალენდარული დღე

გენუა

12 კალენდარული დღე

ბოლონია, მოდენა,  ემპოლი,  პიზა,  ლივორნო,   ვენეცია,  ტრიესტე

  14 კალენდარული დღე

 

 

საფრანგეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

პარიზი, ლიონი, სტრასბურგი, ამიენი, მონპელიე, კრიელი, რეიმსი, რენი, პუატიე, მარსელი, ნიცა, ბორდო

14 კალენდარული დღე

 

გერმანია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

შტუტგარტი, მანჰეიმი, დიუსელდორფი, კელნი, ბონი, მიუნჰენი, ფრანკფურტი, ნიურნბერგი, ფრაიბურგი, კარლსრუე

14 კალენდარული დღე

ჰანოვერი

15 კალენდარული დღე

ბერლინი, ჰამბურგი

16 კალენდარული დღე

 

შვეიცარია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ლოზანა, ჟენევა, ბერნი

14 კალენდარული დღე

 

პოლონეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ვარშავა, კრაკოვი, კატოვიცე, ჩესტახოვა, ლოძი, პოზნანი

10-12 კალენდარული დღე

რანდომი, ლუბლინი, გდანსკი

11-12 კალენდარული დღე

 

ავსტრია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ზალცბურგი, ინსბრუკი, ვენა, გრაცი, ლინცი

14 კალენდარული დღე

 

 

ჩეხეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

პრაღა

14 კალენდარული დღე

 

 

 

 

 

 

 

ბელგია

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ბრიუსელი, გენტი, ანტვერპენი, ბრიუგე, გენკი, ლიეჟი, ოსტენდე

14 კალენდარული დღე

 

სომხეთი

ქალაქი

ჩაბარების ვადა

ერევანი

3 კალენდარული დღე

რეგიონები

5 კალენდარული დღე

 

დანართი2

შპს „საქართველოს ფოსტის“ აგენტების და გზავნილების გაცემის პუნქტების მისამართები და სამუშაო საათები ქვეყნების მიხედვით

 

1. საბერძნეთი

N.

    ქალაქი

                  მისამართი

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

ათენი

Omonia - Geraniou № 44, (ძირითადი ოფისი)

Tel: 210 52 41 849 / 694 0000 377 / 699 35 01 515

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

2

ათენი

Kipseli 11361, Sikinou №6

Tel:  210 86 47 705/ 6948325465

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

3

ათენი

Pagkrati - Damareos №43

Tel:  215 52 55 145 

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

4

ათენი

Athens 10431, Ipponaktos #38, Neos Kosmo

Tel: +30 210 931 3917/ +30 690 785 5500

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

5

ათენი

Ampelokipi - Arkadias №13

Tel: 699 33 44 448 / 6941603030 / 211 41 50 946

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

6

ათენი

11251, Pipinou №70

Tel: 210 82 10 172 / 699 52 10 174

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

7

ათენი

15124, Neratziotisis №11

Tel: 699 69 98 585 / 694 39 19 991 / 2155014368

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

8

ათენი

10446, Aristomenous №93

+30 210 865 6683

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

9

ათენი

10446 Platia, Agios Nikolaos 17

Tel: +30 211 417 1712 /+30 699 600 3424 /+30 699 327 7280

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

10

თესალონიკი

57200, Vardari Lagadas №7,

Tel: +30 231 052 6138/ +30 231 052 6134 

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

11

კალამატა

Kalamata 24100, Souliou №30

Tel:  +30 272 109 7452 / +30 697 894 5965 / +30 694 921 2386

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

12

კალითეა

Mantzagriotaki 64, 17672.

Tel: +30 694 0541588 / 2117407415

ყოველ დღე: 09:00სთ-დან-19:00სთ-მდე

 

 

2. ესპანეთი

N.

ქალაქი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

1.

ბარსელონა

C/Espronceda 369_08027bcn, Sagrera_Navas     

Tel: 34 632 484 787 

სამშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ოთხშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ხუთშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

პარასკევი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

შაბათი  - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

კვირა - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ორშაბათი - დასვენების დღე

2

მადრიდი

Calle Francisco del Pino №26, 28021 Madrid

Tel: 34 631 161 214

Tel: 34 632 484 787

სამშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ოთხშაბათი - 10:00სთ-დან -21:00 სთ-მდე

ხუთშაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

პარასკევი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

შაბათი - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

კვირა - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

ორშაბათი - დასვენების დღე

3

ვალენსია

Valencia-Xirivella, plaza del mercado n10 bajo 1. Zip code- 46950

Tel: +34 602 881 887 Tel: +34 632 48 47 87

ყოველ დღე - 10:00 სთ-დან -21:00 სთ-მდე

4

კორდობა

Calle El Avellano 1; Santa Rosa ; 14006; Cordoba;

Tel: +34 632 258 778

Tel: +34632484787

სამშაბათი-16:00სთ- დან- 21:00სთ- მდე   ოთხშაბათი-16:00სთ- დან- 21:00სთ- მდე ხუთშაბათი -16:00სთ- დან- 21:00სთ- მდე პარასკევი- 16:00სთ- დან 21:00სთ- მდე შაბათი-10:00სთ- დან- 18:00სთ- მდე  კვირა-10:00სთ- დან -18:00სთ- მდე ორშაბათი - დასვენება

5

არნედო

Calle General Ruiz, 41, zip-code26580

Tel: +34 632 54 16 42

Tel: +34 632 48 47 87

შაბათი -10:00სთ-დან - 18:00სთ-მდე 

6

აუტოლი

Calle Travesía de Ezquerro, 49, zip-code 26560

Tel: +34 632 54 16 42

Tel: +34 632 48 47 87

შაბათი- 17:00სთ- დან-18:00სთ- მდე

7

ალიკანტე

Calle del Maestro Alonso, 184, zip code-03014

Tel: +34 632 54 16 42

Tel: +34 632 48 47 87

კვირა -10.30სთ-დან -11:40სთ- მდე

8

მანრესა

Av. dels Dolors, 5, 11, zip code-08243

Tel : +34 632 54 16 42                            Tel : +34 632 48 47 87

შაბათი-12:00სთ-დან -13:00სთ- მდე

9

ბიკი

Detrás de la estación de tren. Pàrquing públic.zip code -08500

Tel: +34 632 54 16 42

Tel: +34 632 48 47 87

შაბათი-10:00სთ- დან 11:00სთ- მდე

 

3.     იტალია

                                                                         აგენტის ოფისები

N.

       ქალაქი

       მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

 

 

1.

 

 

ბარი

Piazza Aldo Moro 35

Bari 70121 BA Italy

+39 080 967 5002

+39 380 154 8887

ყოველ დღე - 08:30 სთ-დან  - 20:00 სთ-მდე

Via Michele Garruba, 2270122 Bari BA, Italy.

+ 380 656 81 90

+ 324 609 18 62

+ 389 584 03 09

ყოველ დღე  - 07:30 სთ-დან  -20:30 სთ-მდე

2.

რეჯო კალაბრია

Via Gaspare Del Fosso 29

Reggio Calabria 89127 RC Italy

+39 327 361 5985

 

ყოველ დღე - 09:00 სთ-დან  - 20:00 სთ-მდე

3.

რეჯო ემილია

Via Roma, 64/A

Reggio Emilia 42121 RE Italy

+39 388 179 0686

ორშაბათი - დასვენება

სამშაბათი - 11:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე

ოთხშაბათი - 11:00 სთ-დან-17:00 სთ-მდე

ხუთშაბათი - დასვენება

პარასკევი - 11:00 სთ-დან -17:00 სთ-მდე

შაბათი - 10:00 სთ-დან - 17:00 სთ-მდე

კვირა -09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

4

სალერნო

Salerno 84125, Via Michelangelo Schipa 25

+39 320 864 0527

ყოველ დღე -08:00 სთ-დან - 20:00სთ-მდე

5

მილანი

Via Menabrea 14, Milano 20159, Italy

+39 388 467 7527

 

ორშაბათი - დასვენების დღე   სამშაბათი – 14:00 სთ-დან – 19:00 სთ-მდე ოთხშაბათი -10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე ხუთშაბათი-10:00სთ-დან - 19:00სთ-მდე პარასკევი - 10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე შაბათი - 10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე    კვირა - 10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

6

გენუა

Genova.Via Antonio  Gramsci 35 r. Zip Code- 16126 /Italy

+393482973456     +393299304914

შაბათი - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე კვირა - 09:00სთ-დან - 19:00სთ-მდე

                                     გზავნილების გაცემის პუნქტები

N.

ქალაქი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

გზავნილების გაცემის დრო

1.

ბოლონია

Statione Autoline, Settember 6, Bologne 40121 BO Italy

+39 388 179 0686

კვირა - 14:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე

2.

მონტოვა

Piazza Sordelo, Mantova 46100 MN Italy

+39 388 179 0686

ხუთშაბათი - 11:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე

3

მოდენა

Via Bono Da Nonantola 1

Modena 41121MO

+39 388 179 0686

კვირა - 16:00 სთ-დან -17:00 სთ-მდე

4.

ნეაპოლი

Napoli 80139, Piazza Sant` Anna A Capuana 14

       +39 0811 836 5041

       +39  3883 531 574

       +39 333 890 3809

ყოველ დღე - 08:00 სთ-დან - 20:00 სთ-მდე

5.

ფლორენცია

Firenze 50123, Santa Maria Novella. Via Santa Caterina da Siena

+39 380 771 3120

+39 380 585 9596

ხუთშაბათი - 13: 00 სთ-დან - 16:00 სთ-მდე 

 კვირა11:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე

6.

პრატო

Prato 59100, Via Ferdinando Tacca 10 / Via Bettino 10

+39 380 343 1691

ხუთშაბათი - 13:30 სთ-დან -18:00 სთ-მდე 

 შაბათი - 14:00 სთ-დან - 16:00სთ-მდე

 კვირა - 09:00 სთ-დან - 18:00სთ-მდე

7.

რომი

Roma 00185, Via Cairoli 74

+39 328 616 4731

+39 329 024 4317

+39 328 008 0975                     +39 066 927 7487

 

სამშაბათი -09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

ოთხშაბათი - 09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

ხუთშაბათი - 09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

პარასკევი - 09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

შაბათი - 09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

კვირა - 09:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე

ორშაბათი - დასვენების დღე

8

ემპოლი

Empoli 50053, Piazza della Vittoria

+39 388 824 666

+39 328 497 8066

ხუთშაბათი- 15:00 სთ-დან - 18:00სთ-მდე

კვირა- 15:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე

9

პიზა

 

Pisa 56125, Piazza Vittorio Emanuele II

+39 388 824 666

+39 328 497 8066

ხუთშაბათი -  11:00 სთ-დან - 14:00 სთ-მდე

 

10

ლივორნო

Piazza Dante Livorno

+39 388 824 666

+39 328 497 8066

კვირა - 11:00 სთ-დან - 14:00 სთ-მდე

11

უდინე

Udine 33100, Viale Giacomo Leopardi

+39 328 777 2812

+39 327 207 0090

ყოველ დღე - 10:00 სთ-დან - 20:00 სთ-მდე

 

12

ვენეცია

Venezia 30174, Interspar Mestre Torino Corso Del Popolo 225/Int 1

+39 328 777 2812

+39 327 207 0090

კვირა -15:00 სთ-დან - 21:00 სთ-მდე

13

ტრიესტე

Trieste 34135, Stazione Trieste Centrale Piazza Della Liberta 8

+39 328 777 2812

+39 327 207 0090

პარასკევი - 09:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე

             

4. საფრანგეთი

 

       

გზავნილების გაცემის პუნქტები

1

ლიონი

Rue Garibaldi 286.

Zip code-69003

(FRANCE EXPRESS)

+33751153977

+393247433248 +393338342525

+393897641212

ხუთშაბათი -08:00სთ-დან – 13:00სთ-მდე

პარასკევი -08:00სთ-დან – 13:00სთ-მდე

შაბათი -08:00სთ-დან – 13:00სთ-მდე

2

სტრასბურგი

8A Rue du singirst zip code-67200

(FRANCE EXPRESS)

+33768727831  +393247433248 +393338342525   +393897641212

ოთხშაბათი -10:00სთ-დან -19:00სთ-მდე

ხუთშაბათი -10:00სთ-დან -19:00სთ-მდე

3

ამიენი

AMIENS (80000) / France Express

15 rue claude Debussy

(FRANCE EXPRESS)

+33606427476

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -10:00სთ-დან-14:00 სთ-მდე

ხუთშაბათი -14:00სთ-დან-17:00სთ-მდე

პარასკევი -10:00სთ-დან-15:00სთ-მდე

შაბათი -09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

4

მონპელიე

MONTPELIER (34000)/ France Express

8 rue des ékoles

+33774500475

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

5

კრეილი

CREIL (60100) / France Express

6 rue des pierres

+33751115903

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

6

რეიმსი

REIMS (51100) / France Express

6 ellee du Tyrol

+33602233520

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

7

რენი

RENNES (35000)/ France Express

4 rue du bois perrin

+33780352290

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

8

პუატიე

POITIERS (86000) / France Express

42 rue du clos gaultier

+33604429224

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

9

მარსელი

MARSEILLE (13000) / France Express

17 rue amelie

+33758957230

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

10

ნიცა

NICE (06000) / France Express

26 rue de paris

+33758140033

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

11

პარიზი

Paris (93360 neuilly plaisance.  

1 avenue victor hugo)

(France Express)

+33758012380

+33758657322

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

12

ბორდო

Bordeaux (33000) / France express

Rue Marcel Paul, Résidence Beausite bâtiment D3.

+33658834865

+33604429224

+393247433248

+393338342525

+393897641212

ოთხშაბათი -09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი 09:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი 09:00სთ-დან-14:00სთ-მდე

 

5.  გერმანია

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1.

შტუტგარტი

Veielbrunnenweg 47

 

+4915212254870

+4915216843620

+995 551 232434

(Viber.Whatsapp)

ოთხშაბათი -12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე                                      

ხუთშაბათი -12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე                                         

 პარასკევი -12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე                                              შაბათი--12: 00სთ-დან -17: 00სთ-მდე 

 

შტუტგარტი; ბერლინი; ჰამბურგი; მანჰეიმი; დიუსელდორფი; კელნი;             

ბონი;       

მიუნჰენი; ფრანკფურტი.

2

ნიურნბერგი

Äußere Bayreuther Str.48 90491 Nürnberg

+491639600954; +4915259716576

ოთხშაბათი-12:00სთ-დან-16:00სთ-მდე,

პარასკევი -12:00სთ-დან-16:00სთ-მდე

ნიურნბერგი; ფრაიბურგი; კარლსრუე; ჰანოვერი; დიუსელდორფი; კელნი;             

ბონი;     

მიუნჰენი;  ფრანკფურტი.

 

6.   შვეიცარია

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1.

ლოზანა

CHEMIN DES LYS 14

ZIP CODE -1010

 

+41779916106

+995 555155511 (Viber.Whatsapp)

 

ორშაბათი- 8:00სთ-დან-12:00სთ-მდე

სამშაბათი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ოთხშაბათი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

ხუთშაბათი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

პარასკევი - 8:00სთ-დან-18:00სთ-მდე

შაბათი-8:00სთ-დან-12:00სთ-მდე

კვირ- 8:00სთ-დან-12:00სთ-მდე

 

ლოზანა

ჟენევა

ბერნი

 

7.   პოლონეთი

N.

    ქალაქი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

ვარშავა/Warsaw

 

ვარშავა                Nowogrodzka 16.                 05-800 Warsaw (BellaGeo Mz)

 

 

 

+48733764188 +48731884689

ორშაბათი- 9:00სთ-დან-18:00სთ-მდე სამშაბათი - 9:00სთ-დან-18:00სთ-მდე ოთხშაბათი - 9:00სთ-დან-18:00სთ-მდე ხუთშაბათი - 9:00სთ-დან-18:00სთ-მდე პარასკევი - 9:00სთ-დან-18:00სთ-მდე შაბათი-9:00სთ-დან-14:00სთ-მდე

გზავნილების გაცემის პუნქტები

1

 

კრაკოვი/Krakow

(BellaGeo Mz)               Pawia 5, galeria krakowska 31-154

+48733764188

+48731884689

 

ოთხშაბათი: 09:00სთ-დან -11:00სთ-მდე

2

კატოვიცე/Katowice

(BellaGeo Mz)                 plac Wilhelma Szewczyka 2.     40-097

+48733764188 +48731884689

 

ოთხშაბათი: 13:00სთ-დან-15:00სთ-მდე

3

ჩესტახოვა/Częstochowa

(BellaGeo Mz)                aleja Wolności 45/49.       42-202

+48733764188 +48731884689

ოთხშაბათი: 17:00სთ-დან-19:00სთ-მდე

4

ლოძი/ Łódź

(BellaGeo Mz)                   Plac Bronisława Sałacińskiego 1. 90-001

+48733764188 +48731884689

ხუთშაბათი: 10:00სთ-დან-12:00სთ-მდე

5

პოზნანი/Poznań

(BellaGeo Mz)             Dworzec Zachodni .60-734

+48733764188 +48731884689

ხუთშაბათი: 16:00სთ-დან-18:00სთ-მდე

6

რადომი/Radom

(BellaGeo Mz)                  plac Dworcowy.26-600

+48733764188 +48731884689

პარასკევი:  10:00სთ-დან-12:00სთ-მდე

7

ლუბლინი/Lublin

(BellaGeo Mz)                     plac Dworcowy.20-408

+48733764188 +48731884689

პარასკევი: 15:00სთ-დან-17:00სთ-მდე

8

გდანსკი/Gdańsk

(BellaGeo Mz)           Gdańsk Główny Dworzec Tymczasowy. 80-895

+48733764188 +48731884689

შაბათი: 10:00სთ-დან-15:00სთ-მდე

 

8.   ავსტრია

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1.

ზალცბურგი

SAALACHSTRASSE 19/11,5020 SALZBURG.AUSTRIA.

+436606541114 +436765450554

ოთხშაბათი-10:00სთ-დან-18:00სთ- მდე

შაბათი-10:00სთ-დან -18:00სთ- მდე

კვირა-10:00სთ-დან -18:00სთ- მდე

 

ზალცბურგი

ინსბრუკი

ვენა

გრაცი

ლინცი

 

9.   ჩეხეთი  

N.

    ქალაქი

                  გაცემის პუნქტი

 

ტელეფონის ნომერი

       სამუშაო საათები

1.

პრაღა/PRAGUE

 

Sokolovská 2288/117.

ZIP code- 18000 Prague 8 /Czech

+436606541114

+436765450554

         +420777400805

შაბათი - 12:00სთ-დან - 18:00სთ-მდე

კვირა - 12:00სთ-დან - 18:00სთ-მდე

 

 

 

 

 

 

 

10. ბელგია

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1

ნიურნბერგი

Äußere Bayreuther Str.48 90491 Nürnberg

+491639600954; +393292080402

ოთხშაბათი-12:00სთ-დან-16:00სთ-მდე,

პარასკევი -12:00სთ-დან-16:00სთ-მდე

ბრიუსელი

გენტი

ანტვერპენი

ბრიუგე

გენკი

ლიეჟი

ოსტენდე

 

11. სომხეთი

N.

აგენტის ოფისი

მისამართი

ტელეფონის ნომერი

სამუშაო საათები

ქალაქები სადაც ბარდება გზავნილები

1

ერევანი

Hyusisayin Charagayat 17, building 12

ZIP CODE

0037

+37496887000

 შაბათი - 12:00 სთ-დან - 13:00 სთ-მდე

ერევანი

რეგიონები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დანართი 3

 

                                                                           შპს „ საქართველოს ფოსტის“ #(სც-ის ნომერი)

    სერვისცენტრის მენეჯერს (მენეჯერის სახელი და გვარი)

                                                                            მომხმარებლის (მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

 

 

განცხადება

 

შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახმელეთო ამანათით მსხვრევადი ნივთ(ებ)ის გაგზავნის შემთხვევაში, მის დაზიანებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს შპს „საქართველოს ფოსტა“.

მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, თანახმა ვარ შპს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გავაგზავნო მსხვრევადი ნივთ(ებ)ი და არ მექნება პრეტენზია გზავნილის შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში.

 

 

თარიღი

მომხმარებლის ხელმოწერა