მომხმარებლის სახელმძღვანელო
26.1. რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადები:
26.1.1. რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების) ვადებია:
3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისათვის;
5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისათვის.
26.2. რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) საერთაშორისო გამავალი ამანათის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები
26.2.1. საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ამანათის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ვადებია:
ა) ევროპა:
„საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი) სამუშაო დღე;
ბ) დანარჩენი მსოფლიო:
„საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებში მიღებული გზავნილებისა) მიღებიდან 6 (ექვსი) სამუშაო დღე;
„საქართველოს ფოსტის“ მიერ რეგისტრირებული ამანათის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი) სამუშაო დღე;
26.2.2. საქართველოდან გაგზავნილი ამანათის დანიშნულების ქვეყანაში ჩაბარების ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.
26.2.3. საქართველოდან გაგზავნილი რეგისტრირებული ამანათის დანიშნულების ქვეყანაში ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი ბრუნდება უკან გამომგზავნთან დანიშნულების ქვეყნის მიერ დადგენილ ვადებში და წესით.