კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის ვაკანსიას

გამოქვეყნებულია: 6 სექტემბერი 2019  /  ძალაშია: 27 სექტემბერი 2019

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი   

 

ძირითადი მოვალეობები:

·         პერსონალთან შრომითი ურთიერთობისათვის დოკუმენტების მომზადება;

·         პერსონალთან კომუნიკაცია ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, დანერგილი სისტემის, მოქმედი წესებისა და პროცედურების შესახებ;

·         შრომითი ანაზღაურების დაანგარიშება;

·         პერსონალისათვის კონსულტაციის გაწევა HR პროცესებთან დაკავშირებით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება - ბაკალავრიატი;

·         მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR ადმინისტრირების იმართულებით;

·         მონაცემთა ბაზებში  მუშაობის გამოცდილება;

·         შრომის კოდექსის ცოდნა;

·         MS პროგრამების ცოდნა (აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე).

უნარ–ჩვევები:

·         სამუშაოს დაგეგმვის/პრიორიტეტების განსაზღვრისა და ორგანიზების, დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;

·         გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი; 

·         ყურადღება დეტალების მიმართ.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

 

-          კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება;

-          ტესტირება.

 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა -  27.09.2019