User Manual

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 47. გზავნილის დაზღვევა

47.1. დამატებითი სერვისი -„გზავნილის დაზღვევა“-ს არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, საერთაშორისო  გამავალი EMS გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში.

47.2. „გზავნილის დაზღვევა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დააზღვიოს EMS გზავნილის შიგთავსი მის რეალურ ღირებულებად, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარად.

 

47.3. დაზღვევა ვრცელდება შემდეგ რისკებზე: „საქართველოს ფოსტა“-ს მიზეზით EMS გზავნილის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვა ან დაზიანება.