User Manual

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 46. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე EMS გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

46.1. დამატებითი სერვისი - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე EMS გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“-ს არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, საერთაშორისო გამავალი EMS გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში.

 

46.2.  „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე EMS გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე, უარი თქვას „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადმოცემული EMS გზავნილის შემდგომ გაგზავნაზე, მისი „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადაცემის დღის 17.00 საათამდე.