User Manual

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 41. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა

41.1. „საქართველოს ფოსტა“, ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით ახორციელებს  EMS გზავნილის:

41.1.1.სხვა სახელმწიფოს საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიღებას, მათი ადრესატებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე  ჩაბარების მიზნით;

41.1.2.საქართველოს ტერიტორიაზე  მომხმარებლისგან მიღებას, მისი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და ადრესატისათვის  ჩაბარების მიზნით.

41.2. ქვეყანაში შემომავალი EMS გზავნილის მიღება „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ ხორციელდება  საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრში, რის შემდეგაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, ამ დოკუმენტით განსაზღვრულ ვადებსა და წესით.  

41.3. ქვეყნიდან გამავალი  საერთაშორისო EMS გზავნილის  „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიღება (შესაბამისად გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა), ხორციელდება სერვისცენტრის ან კურიერის  მეშვეობით.

41.4. EMS გზავნილის შიგთავსი შეიძლება იყოს როგორც დოკუმენტები, ასევე საქონელი. ამასთან, EMS გზავნილის გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს  ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს როგორც საქართველოდან ექსპორტის,  ასევე მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.

41.5. გამგზავნი ვალდებულია EMS გზავნილის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობის, მისი ზუსტი მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ჩათვლით, აგრეთვე ინფორმაცია გზავნილის შიგთავსის შესახებ. თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია, ასევე  სავალდებულოა შიგთავსის აღწერილობისა და ფასის მითითება.

 

41.6. EMS გზავნილი  გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშნვას ასეთის შესახებ.