User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 40. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა

40.1. დამატებითი სერვისი - „ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“-ს არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, რეგისტრირებული საერთაშორისო გამავალი ამანათის გაგზავნის შემთხვევაში.

 

40.2.„ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე გზავნილის გაგზავნაზე უარის თქმა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დადგენილი ტარიფის გადახდის საფუძველზე უარი თქვას „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადმოცემული ამანათის შემდგომ გაგზავნაზე, მისი „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადაცემის დღის 17.00 საათამდე.