User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 38. ამანათის არასამუშაო საათებში მიღება

38.1.დამატებითი სერვისი „ ამანათის  არასამუშაო საათებში მიღება“-ს არჩევის უფლება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტა“-ს იმ მომხმარებლებს, რომლებთანაც  დადებულია  ხელშეკრულება - შესაბამისი პირობით.

38.2. „ამანათის არასამუშაო საათებში მიღება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას გადასცეს „საქართველოს ფოსტა“-ს ადგილობრივი და  საერთაშორისო რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული) ამანათი  სამუშაო დღეებში (გარდა შაბათისა)  17.00-დან 19.00 საათამდე პერიოდში. არასამუშაო საათებში მიღებული ამანათის  ჩაბარების ვადის ათვლა იწყება მომდევნო სამუშაო დღიდან.

 

38.3. ამანათის არასამუშაო საათებში მიღება ხორციელდება მომხმარებლის მისამართზე, მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში.