User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 37. ამანათი - ჩაბარების დასტურით

37.1. დამატებითი სერვისი „ამანათი-ჩაბარების დასტურით“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, მხოლოდ რეგისტრირებული ადგილობრივი ამანათის გაგზავნის შემთხვევაში.

37.2. ამანათი - ჩაბარების დასტურით გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ამანათის  გაგზავნისას მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება.

37.3.ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის ჩაბარება ხორციელდება სერვისცენტრში - გამგზავნის მისამართის მიხედვით, ამანათის „საქართველოს ფოსტა“-სთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

37.4. იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს ფოსტა“-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის გადაცემა  15 კალენდარული  დღის ვადაში,  ის    გადაეცემა „საქართველოს ფოსტა“-ს შესაბამის სამსახურს, დადგენილი ვადით დაარქივებისა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი განადგურებისათვის.