User Manual

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 1. შესავალი
მუხლი 3. საფოსტო გზავნილების და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვა

3.1.საფოსტო გზავნილები და მომხმარებლის პერსონალური მონაცემები წარმოადგენენ მომხმარებელთა საიდუმლოს და ათი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3.2. „საქართველოს ფოსტა“ წერილობით ინფორმაციას კონკრეტული საფოსტო გზავნილების შესახებ გასცემს  მისი გამგზავნის, ადრესატის (მათ შორის გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელი პირის), ან მათი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე. საფოსტო გზავნილისა და  პერსონალური მონაცემების  შესახებ  ინფორმაციის გაცემა ასევე ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 

წერილობითი ინფორმაცია გაიცემა „საქართველოს ფოსტის“ სატიტულო ფურცელზე, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

3.3. „საქართველოს ფოსტა“, ზეპირად (მათ შორის ტელეფონით),  ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით გასცემს მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნის მომენტში,  კონკრეტული საფოსტო გზავნილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ მოწოდებული იქნება:

Ø  საფოსტო გზავნილის  მაიდენტიფიცირებელი   ნომერი, ან

 

Ø  საფოსტო გზავნილის გამგზავნის და ადრესატის ვინაობა და მისამართი, ხოლო სახმელეთო ამანათის შემთხვევაში, ასევე იმ კომპანიის სახელწოდება, რომლის საშუალებითაც განახორციელა გზავნილის გამოგზავნა.

მუხლი 3. საფოსტო გზავნილების და მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოების დაცვა