User Manual

კარი IV . ამანათი / თავი 7. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 24. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა

24.1. „საქართველოს ფოსტა“, ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით ახორციელებს შემდეგი  რეგისტრირებული ამანათის მიღებას:

24.1.1.სხვა სახელმწიფოს საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიიღება რეგისტრირებული, მათ შორის  დაზღვეული ამანათი;

24.1.2. „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად მომხმარებლისგან მიიღება საერთაშორისო რეგისტრირებული, მათ შორის  დაზღვეული ამანათი;

24.1.3. „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მომხმარებლისგან ქვეყნის შიგნით გასაგზავნად მიიღება  ადგილობრივი  რეგისტრირებული, მათ შორის დაზღვეული ამანათი.

24.2. საერთაშორისო შემომავალი   რეგისტრირებული  (მათ შორის დაზღვეული)ამანათის  მიღებას ახორციელებს „საქართველოს ფოსტა“-ს საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრი, რის შემდეგაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, ამ დოკუმენტით განსაზღვრულ ვადებსა და წესით.

24.3. რეგისტრირებული (მათ შორის დაზღვეული) ადგილობრივი და საერთაშორისო გამავალი,  ამანათის  „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიღება (შესაბამისად გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა), ხორციელდება სერვისცენტრის ან კურიერის  მეშვეობით.

24.4. ამანათი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას ასეთის შესახებ. გამგზავნი ასევე ვალდებულია ამანათის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობისა და მისი ზუსტი მისამართის შესახებ. სასურველია გზავნილის შეფუთვა ასევე შეიცავდეს ინფორმაციას ადრესატის საკონტაქტო ტელეფონის შესახებ.

 

24.5.საერთაშორისო ამანათის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს  ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს როგორც საქართველოდან ექსპორტის,  ასევე მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.