User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 21. სააბონენტო საფოსტო ყუთის იჯარა

21.1. დამატებითი სერვისი „სააბონენტო საფოსტო ყუთის იჯარა“-ს არჩევის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სურს მარტივი კატეგორიის საფოსტო ბარათის, წერილისა ან/და მცირე პაკეტის ასეთი ყუთის საშუალებით მიღება.

 

21.2. სააბონენტო საფოსტო ყუთის იჯარით აღება შესაძლებელია „საქართველოს ფოსტასთან“ ხელშეკრულების გაფორმების გზით.