User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 5. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 15. დამატებითი პირობები რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ

15.1. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია  „მოკითხვამდე“ პირობით - მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში რჩება სერვისცენტრში, რის შემდეგაც ბრუნდება უკან. „მოკითხვამდე“ პირობით  რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის  ადრესატისათვის არ ხორციელდება შეტყობინების (მათ შორის SMS შეტყობინების) დატოვება.

 

15.2. რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის მოძრაობის თაობაზე ინფორმაციის მოპოვება მომხმარებელს შეუძლია  როგორც თავად, (კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით),  ასევე  „საქართველოს ფოსტა“-სთვის  მომართვის საფუძველზე. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს სურვილის შემთხვევაში მოახდინოს საერთაშორისო გამავალი  რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენციის  გადამისამართება (მხოლოდ გაგზავნილი ქვეყნის ფარგლებში და თუ ასეთი სერვისი გააჩნია ასეთი ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას), ხოლო  მისი „საქართველოს ფოსტა“-ს  მიზეზით დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, დადგენილი წესითა და ოდენობით აინაზღაუროს ზარალი.