User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 5. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 12. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა

12.1. „საქართველოს ფოსტა“, ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით ახორციელებს შემდეგი  რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღებას:

12.1.1. სხვა სახელმწიფოს  საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიიღება შემდეგი საერთაშორისო რეგისტრირებული  წერილობითი კორესპონდენცია:

Ø  წერილი, მათ შორის დაზღვეული წერილი;

Ø  მცირე პაკეტი, მათ შორის დაზღვეული მცირე პაკეტი;

Ø  M ტომარა, მათ შორის დაზღვეული M ტომარა.

12.1.2. „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად მიიღება შემდეგი საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია:

Ø  წერილი, მათ შორის დაზღვეული წერილი;

Ø  მცირე პაკეტი, მათ შორის დაზღვეული მცირე პაკეტი;

Ø  M ტომარა.

12.1.3. „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ ქვეყნის შიგნით გასაგზავნად მიიღება შემდეგი ადგილობრივი  რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია:

Ø  წერილი, მათ შორის დაზღვეული წერილი;

Ø  ჰიბრიდული წერილი - გამგზავნსა და „საქართველოს ფოსტა“-ს შორის  ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში;

Ø  მცირე პაკეტი, მათ შორის დაზღვეული მცირე პაკეტი;

Ø  M ტომარა.

12.2. საერთაშორისო  შემომავალი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება  „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ ხორციელდება  საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრში, რის შემდეგადაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, ამ დოკუმენტით განსაზღვრულ ვადებში და წესით.

12.3.საერთაშორისო გამავალი, აგრეთვე ადგილობრივი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიღება, შესაბამისად გამგზავნის მიერ მისი გაგზავნა ხორციელდება სერვისცენტრის ან კურიერის მეშვეობით.

12.4. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშნვას ასეთის შესახებ. გამგზავნი ასევე ვალდებულია წერილობითი კორესპონდენციის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობისა და მისი ზუსტი მისამართის შესახებ. სასურველია გზავნილის შეფუთვა ასევე შეიცავდეს ინფორმაციას ადრესატის საკონტაქტო ტელეფონის შესახებ.

 

12.5.  საერთაშორისო გამავალი რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნისას, გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს  ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს როგორც საქართველოდან ექსპორტის,  ასევე მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.