User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 4. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 11. დამატებითი პირობები მარტივი წერილობითი კორესპონდენციის შესახებ

11.1. ის მარტივი წერილობითი კორესპონდენცია, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიება ვერ ხერხდება, ან  ის მარტივი საფოსტო გზავნილები, რომლებზეც დატოვებულ იქნა შეტყობინება/ SMS შეტყობინება, ინახება სერვისცენტრში.შენახვის ვადა საფოსტო ბარათებისა და წერილებისთვის შეადგენს  15 კალენდარულ  დღეს მისი  მიღებიდან, ხოლო მცირე პაკეტებისა და M ტომარასთვის - 30 კალენდარულ დღეს. ამ ვადაში ადრესატს (ან მის წარმომადგენელს) უფლება აქვს გაიტანოს მარტივი საფოსტო გზავნილი სერვისცენტრიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მარტივი წერილობითი კორესპონდენცია ბრუნდება უკან.

11.2. მარტივი წერილობითი კორესპონდენცია  „მოკითხვამდე“ პირობით - მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში რჩება სერვისცენტრში, რის შემდეგაც ბრუნდება უკან.

 

11.3. მარტივ  წერილობით კორესპონდენციაზე არ ხორციელდება მოძიება ელექტრონული პროგრამის საშუალებით,  მასზე არ გაიცემა ინფორმაცია კომპანიის მხრიდან, არ გადამისამართდება და არ ანაზღაურდება ზარალი.