User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 4. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 10. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნის და ჩაბარების ვადები

10.1. საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი  წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების)  ვადები

10.1.1. საერთაშორისო შემომავალი და ადგილობრივი წერილობითი კორესპონდენციის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების (შეტყობინების დატოვების)  ვადებია:

Ø  3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული  ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი  გზავნილებისთვის;

Ø   5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი გზავნილებისთვის;

10.2.  საერთაშორისო  გამავალი  წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში გაგზავნის/შესვლის და მისი ამ ქვეყანაში ადრესატისათვის ჩაბარების ვადები

10.2.1. საქართველოდან გაგზავნილი  წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის  ვადებია:

ა) ევროპა:

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 4 (ოთხი)სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული  გზავნილებისა) მიღებიდან - 5 (ხუთი)  სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 6 (ექვსი)  სამუშაო დღე;

 

ბ) დანარჩენი მსოფლიო 

 

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  ქ. თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებიდან - 5 (ხუთი)სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ქ. თბილისსა და  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებული  გზავნილებისა) მიღებიდან - 6 (ექვსი)  სამუშაო დღე;

Ø „საქართველოს ფოსტა“-ს  მიერ მარტივი წერილობითი კორესპონდენციის  სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღებიდან - 7 (შვიდი)  სამუშაო დღე;

 

10.2.2. საქართველოდან გაგზავნილი  წერილობითი კორესპონდენციის დანიშნულების ქვეყანაში ჩაბარების  ვადები განისაზღვრება მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 2-დან 20 სამუშაო დღემდე.