აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონის მომწყობს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს სარეალიზაციო ქონების დასახელება, საწყისი სარეალიზაციო ფასი.
ბ) `ბე-ს~ შენატანის (შეადგენს ღირებულების 10%) და მონაწილის ბილეთის ფასის (10ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდის ქვითარი).
გ) ფიზიკური პირის მიერ:
_ პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი ინდივიდუალური მეწარმე წარმოადგენს აგრეთვე ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
დ) საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ:
_ სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ან, შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრიდან) და წესდების (დებულების) ასლი დამოწმებული ნოტარიალურად. აგრეთვე, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი.
ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი წარმოდეგნილია სხვა პირის მიერ.
აუქციონი ჩატარდება ღია წესით და გამარჯვებული გამოვლინდება იმავე დღეს.
აუცილებელია პრეტენდენტის დასწრება აუქციონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში `ბე-ს~ და ბილეთის თანხა არ დაუბრუნდება.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია მაქსიმალური სარეალიზაციო ფასის გადახდა.
აუქციონში გამარჯვებული მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გამოსასყიდი თანხა და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება `სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომელიც მოწმდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. სანოტარო და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯებს ფარავს აუქციონში გამარჯვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება და მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ დაუბრუნდება `ბე-ს~ შენატანი.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 340735
შპს”საქართველოს ფოსტა”