Warning: main(language//lang_GEO.php) [function.main]: failed to open stream: No such file or directory in /users/georgianpost_ge/html/index.php on line 16

Warning: main() [function.include]: Failed opening 'language//lang_GEO.php' for inclusion (include_path='./:/apache/php/lib') in /users/georgianpost_ge/html/index.php on line 16
Home
Feedback
Sitemap
Georgian Version English Version Franch Version
 
 
.

_ ”ქართული მარკა” - დაარსდა 2001 წლის ივნისში. მისი მთავარი საქმიანობაა საქართველოს საფოსტო მარკების გამოცემა და რეალიზაცია. ქართული მარკები თავისი დიზაინითა და შინაარსით ფილატელისტთა დიდ ყურადღებას იქცევენ და რეიტინგით, (2005 წელს ინტერნეტის საშუალებით) "დსთ”-ს ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე არიან. 

ქართული მარკების გამოცემას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. სარწმუნო წყაროებით ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის მიერ 1857 წელს გამოცემული იქნა 6 კაპიკიანი მარკა -”ტიფლისის საქალაქო ფოსტის მარკა”. აღნიშნული გამოცემა თბილისში დაიბეჭდა. დღეისათვის იგი იშვიათობას წარმოადგენს და ფილატელისტთა შორის დიდ ინტერესს იწვევს.

 

 

 

  - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მხოლოდ 1993წ. 31 ივლისს გამოიცა პირველი ეროვნული საფოსტო მარკების სერია - ”საქართველო გაეროს წევრი”, რომელიც მიეძღვნა საქართველოს გაეროში გაწევრიანების პირველ წლისთავს.

 

- მარკა ”ვარდების რევოლუცია” მიძღვნილი იქნა ვარდების რევოლუციისადმი

მარკა ქვეყნის სავიზიტო ბარათი და ერთგვარი ისტორიაა, რომელზეც ქრონოლოგიურად აისახება ქვეყნის ისტორია, პოლიტიკა, მომავალი და ა.შ. 1993 წლიდან დღემდე გამოცემულ იქნა 450-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების მარკა, რომლის საერთო ტირაჟი დაახლოებით 40 მლ-მდეა. ამ მარკების 60% ბადურ ქობლიანიძის ნამუშევარია. საქართველოში დაბეჭდილი ახალი მარკები კი დიზაინერ ბადრი გაგნიძის მიერაა შესრულებული. პირველი მარკა ესპანეთში დაიბეჭდა, მერე იბეჭდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

( 995 32 ) 91 06 54; 35 56 65
Copyright © 2007, Georgian Post
Developed and Maintained by S-Web Design Studio.