| საფოსტო გზავნილები |
|
ეს საიტი შექმნილია თქვენთვის, თუ აპირებთ გააგზავნოთ წერილი,
ბანდეროლი, ამანათი, ღია ბარათი და სხვა საიტი დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენთვის
საინტერესო ინფორმაცია საფოსტო გზავნილებათა ტიპის, სახეების,
სამომხმარებლო ტარიფების შესახებ!
-
ძირითადი მომსახურება – საფოსტო გზავნილებათა (წერილები, საფოსტო ბარათები, ბანდეროლები, მცირე პაკეტები, ამანათები, საფოსტო კონტეინერები, საფოსტო და სატელეგრაფო ფულადი გზავნილები) მიღება-გადაგზავნა-ჩაბარება;
- დამატებითი მომსახურება _ გადასახადების მიღება, ჟურნალ-გაზეთების გამოწერა-რეალიზაცია, საფოსტო გზავნილებათა შეფუთვა, ამანათების თანმხლები ბლანკების, შიგნადების აღწერილობის შევსება, მისამართისა და წერილობითი შეტყობინების დაწერა, საფოსტო გზავნილებათა ბინაზე მიტანა, ბინაზე მიღება, გამგზავნის მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვა და დანიშნულებისამებრ მიღება-ჩაბარება.
- წერილი - რომლითაც იგზავნება წერილობითი შეტყობინება, საქმიანი ქაღალდები, ფოტოსურათები, მხატვრული ღია ბარათები, სქემები;
- ბანდეროლი - რომლითაც იგზავნება ბეჭდვითი გარიგებები, საქმიანი ქაღალდები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, ალბომები, რვეულები, სამკურნალო ბალახი, ხმოვანი ჩანაწერი და ის საგნები, რომლებიც გამგზავნისათვის არ წარმოადგენს ფასეულობას;
- ღია ბარათი - რომლებიც გამოიყენება წერილობითი შეტყობინებისათვის, სადღესასწაულო მილოცვისათვის და ა.შ.
- ამანათი – რომლითაც შეიძლება გაიგზავნოს ნებისმიერი ნებადართული საყოფაცხოვრებო ძვირფასი საგნები და ნივთები დაშვებული წონის ფარგლებში (20კგ);
- ფულადი გზავნილები - რომელიც ეგზავნება და გაიცემა ადრესატზე ფოსტის მეშვეობით;
- ადგილობრივი ეწოდება გზავნილს, რომლებიც მიიღება და ბარდება ქვეყნის ფარგლებში;
- საერთაშორისო ეწოდება გზავნილს, რომელიც ეგზავნება სხვა სახელმწიფოს ან მიღებულია სხვა ქვეყნიდან, ან გადაადგილდება ტრანზიტით ქვეყნის ტერიტორიაზე.
- უბრალო ეწოდება საფოსტო გზავნილს, რომელიც მიიღება ისე, რომ გამგზავნს ქვითარი არ ეძლევა. გადაიგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიუწერავად და მიმღებს ბარდება ხელმოწერის გარეშე.
- შეკვეთილი ეწოდება გზავნილს, რომელზედაც გამგზავნს ეძლევა ქვითარი. გადაიგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიწერით და დანიშნულების ადგილზე გაიცემა ადრესატის ხელმოწერით;
- ფასიანი (დაზღვეული) ეწოდება ფასგამოცხადებულ გზავნილებს (წერილები, ბანდეროლები, ამანათები), რომელთაც გამგზავნი ადებს ფასს;
- ავიაგზავნილები ეწოდება გზავნილებს, რომელებიც მიიღება და იგზავნება საჰაერო ტრანსპორტის საშუალებით;
ღირებულების გადახდა ხდება დამტკიცებული ტარიფების მიხედვით გზავნილის ტიპის, წონისა და მომსახურების სახის შესაბამისად;
- საერთაშორისო პასუხის კუპონი _ წინასწარ გადახდილი საფოსტო ნიშნული, რომელიც გამოშვებულია უნივერსალური საფოსტო განყოფილების მიერ, შეძენილ შეიძლება იქნეს ნებისმიერ საფოსტო განყოფილებაში, რათა გაგზავნილი იქნეს წერილი, რომლის წონაც არ აღემატება 20 გრამს.
|
|
|